შუხმან გრუპის ახალი პროექტები: შუხმანის ღვინის ექსკლუზიური სოფელი და შუხმანის გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ცენტრი | Property Georgia

შუხმან გრუპის ახალი პროექტები: შუხმანის ღვინის ექსკლუზიური სოფელი და შუხმანის გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ცენტრი

შუხმან გრუპის ახალი პროექტები:

შუხმანის ღვინის ექსკლუზიური სოფელი

კახეთში, სოფელ კისისხევში, მიმდინარე წლის აპრილიდან შუხმან ვაინს ჯორჯიას, შატოს ტერიტორიაზე გაიხსნება შუხმანის ექსკლუზიური ღვინის სოფელი. ის სრულიად ახალი და უპრეცენდენტო კონცეფციაა ტურისტულ უძრავი ქონების და ღვინის ტურიზმის სექტორში. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 10 ვილის აშენებას, რომელიც წელს, ტურისტულ სეზონზე სტუმრებს უმასპინძლებს. მეორე ფაზა კი 2020 წლისთვის განხრციელდება და დამატებით 14 ვილა აშენდება. ექსკლუზიური ვილები, სასტუმროს არსებული 20 ნომრიანი სასტუმროს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საშუალოზე მაღალ საფასო სეგმენტზეა გათვლილი (230-250 დოლარი ღამე). მასში ასევე სხვადასხვა ექსკლუზიური სერვისი იქნება ჩართული. თითოეული ვილა ექსკლუზიური დიზაინის მხოლოდ ქართული ელემენტებითაა შექმნილი. სამშენებლო სამუშაოები 19 - ე საუკუნის ქართული სამშენებლო მასალებითაა შესრულებული, რომელიც ინტერიერს და ექსტერიერს დახვეწილს და განუმეორებელს ხდის. ვილების კომპლექსის გარე ტერიტორიის 80 % ვენახებით იქნება დაფარული. კომპანიის მიზანია, პრემიუმ კლასის ღვინის ტურიზმის განვითარება.

შუხმანის გამაჯანსაღებელ-სარეკრეაციო ცენტრი

2020 წლისთვის შუხმანის სასტუმრო კომპლექსს კახეთში ემატება სამედიცინო ველნესის მიმართულება - გამაჯანსაღებელ, სარეაბილოიტაციო სარეკრეაციო ცენტრი, სადაც პაციენტებს, სპეციალური პროცედურები ჩაუტარდებათ, რომელიც ღვინის ნატურალურ პროდუქტებზე იქნება დამზადებული. პაციენტებს შეეძლებათ სრულიად ნატურალური პროდუქტები მიირთვან, გამოსცადონ ღვინის ჯადოსნური ძალა სხეულზე, დატკბნენ სუფთა ჰაერით, კავკასიონის ხედებით და განიცადონ სრული რეაბილიტაცია. გაიყიდება შესაბამისი საგზურები და მათი ღირებულება იქნება საშუალოდ 800 დოლარი თითო ადამიანზე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: