შვიდი ახალი პროექტი ახალ გუდაურში | Property Georgia

შვიდი ახალი პროექტი ახალ გუდაურში

მეგი კავთუაშვილი

უკვე ბევრისთვის ცნობილია, რომ თბილისიდან 120 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2 196 მეტრის სიმაღლეზე, გუდაურში ახალი, თანამედროვე სათხილამურო ქალაქი შენდება. დეველოპერული კომპანია რედკოგუდაურის განვითარებით ჯერ კიდევ 2012 წელს დაინტერესდა, მდიდარი პოტენციალის მქონე კურორტზე 50 ჰა მიწის ნაკვეთი შეიძინა, და განაშენიანეის გეგმის მიხედვით დღიდან დაწყებისა ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ამ საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტის განვითარებას. კომპანია აშენებს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსებს და ყიდის აპარტამენტებს მომსახურების სერვისით კერძო პირებზე. ფაქტია, რომ რეკდკოს მიერ აშენებული და მიმდინარე პროექტების უმეტესობა მშენებლობის სტადიაშივე იყიდება, რაც ასეთი ტიპის უძრავი ქონების პოპულარობაზე მეტყველებს. რედკოს 2012-2017 წლებში აშენებული და ამჟამად მიმდინარე პროექტების 90% უკვე კერძო მფლობელების საკუთრებაა.

სულ ახლახანს რედკო-მ შემდეგი 7 ახალი ობიექტის მშენებლობა დააანონსა. რამდენ აპარტამენტს აერთიანებს და რა საფასო სეგმენტზე აკეთებს გათვლას კომპანია, „ფროფერთი ჯორჯიასრედკო“-ს მარკეტინგის მენეჯერი მაია ბიჭიკაშვილი ესაუბრა.  

- გაზაფხულზე დავაანონსეთ, რომ 2018-2019 წლებში რედკო“ კიდევ 7 ახალ აპარტოტელს ააშენებს, რომელიც 1000-მდე აპარტამენტს აერთიენებს. „რედკოს“ მიერ ახალი გუდაურის განაშენიანების გეგმა კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ შეიქმნა და ჯამში 26 აპარტოტელის ტიპის საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსის და რამოდენიმე სასტუმროს მშებენლობას მოიცავს. გარდა ამისა, ამ გეგმაშია ცალკე მდგომი „შალეს“ ტიპის სახლების მშენებლობაც, რომელსაც „რედკო“ აპროქტებს. ჩვენ უკვე გვაქვს 20 შალეს პროექტი ახალი გუდაურის ტერიტორიაზე. ასევე, 2012-2017 წლებში „რედკომ“ უკვე ააშენა 5 აპარტოტელი, ჯამში იქ 400 უკვე გაყიდული აპარტამენტია (21 ათასი კვ.მ.). ამჟამად მიმდინარეობს 4 კომპლექსის მშენებლობა, რომლებიც დასრულდება წელს და მომავალი წლის დასაწყისში - აქ ჯამში 940 აპარტამენტამდეა (33 ათასი კვ.მ.) ამჟამად ჩვენმა კომპანიამ გაყიდვაში ჩაუშვა ორი აპარტოტელი - „თვინს“ და „ალპიკი“, რომელსაც ამ ეტაპზე მეტად კონკურენტუნარიანი ფასი აქვს. ამ პროექტების ღირებულება ახლა 30%-50%-ით დაბალია, ვიდრე დასრულების სტადიაში იქნება.

- რა განაპირობებს კონკურენტუნარიან ფასს?  

- ეს არის ტერიტორია, რომლის ფასიც ყოველდღე იზრდება. იზრდება ტურისტების რაოდენობა გუდარში; ეკონომიკურად აქტიური ზონა ხდება, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ზაფხულშიც . 2023 წელს დაგეგმილი სამთო-სათხილამურო სპორტის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. გუდაურიც იქნება ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია. ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გუდაურის ცნობადობის გაზრდას  უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე. მითუმეტეს, რომ ამ დროისათვის „რედკოს“ მიერ ახალი გუდაურის განაშენიანება მეტწილად დასრულებული იქნება და ვინც გუდაურში უძრავი ქონების მფლობელი იქნება, მის მიერ გაღებული ინვესტიცია, ერთი-ორად გაიზრდება.

- რა ფართობის აპარტამენტებია მოთხოვნადი გუდაურში და რა სეგმენტზე გაქვთ გათვლა?

- ჩვენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და სასტუმროს ტიპის კომპლექსებს ვაშენებთ, რომლითაც  დიდწილად ტურისტები სარგებლობენ. თუ გავითვალისწინებთ იმას რომ აპარტამენტების შემდგომ სწორედ გასაქირავებლად გამოიყენება, სასტუმროს მართვისთვის კურორტზე ყველაზე ოპტიმალურია სტუდიოს ტიპის აპარტამენტი, საშუალოდ, 30 კვ.მ. ფართობით. „რედკოს“  აპარტოტელის პროექტები სწორედ ამ მოცულობაში ჯდება.

ეს იქნება სტუდიოს ტიპის აპარტამენები, რომლის ღირებულება ახლა კვ.მ-ზე 800 დოლარიდან იწყება. „რედკოს“ აპარტამენტს ყიდულობს, როგორც საქართველოს მოსახლეოაბა, ასევე უცხოელები. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, 60/40-ზე ზე ნაწილდება ეროვნული და საერთაშორისო გაყიდვები. 60% ქართველები არიან, 40%-კი უცხოელები. 2012 წელს, როდესაც ვიწყებდით, მხოლოდ ისინი ყიდულობნენ, ვისაც სამთო-სათხილამური სპორტი იზიდავდა; ახლა უკვე გვაქვს ტენდენცია, რომ აპარატამანეტებს ყიდულობენ საინვესტიციოდ. იმიტომ რომ ამ უძრავმა ქონებამ მოიტანოს შემოსავალი. იგივე შემიძლია ვთქვა უცხოელ მომხმარებლებთან დაკავშირებით.  ისინი ხედავენ ტურიზმის განვითარების ტენდენციას, ისინი ხედავენ ახალი გუდაურის განვითარების მასშტაბებს და მათ იციან, რომ ასეთი ტიპის კურორტებზე განაშენიანებას საზღვარი აქვს.  როგორც კი დასრულდება განაშენიანების პროცესი, იქ ფეხის დადგმა გაცილებით რთულად და ძვირად მისაღწევი გახდება, ვიდრე ახლა.

- ქართული უძრავი ქონების ბაზარზე დეფიციტურია დეველოპერული კომპანია, რომელიც აშენების შემდეგ იზრუნებს გარემოს და საერთო სარგებლობის ფართების მოვლასა და კეთილმოწყობაზე. როგორ უმკალვდება ამ გამოწვევას „რედკო“?

- რედკო აშენებს ახალ საკურორტო ქალაქს, რომელსაც ახალი გუდაური ქვია. როგორც ყველა ქალაქს თუ დასახლებას აქაც საჭიროა არა მარტო აშენებული ობიექტების მოვლა-პატრონობა, არამედ აუცილებელია მთელი ტერიტორიის მართვა, განვითარება, სიცოცხლის მიცემა. ჩვენ ვართ დეველოპერული კომპანია, რომელიც ზრუნავს ტერიტორიის განაშენიანებაზე, მის კეთილმოწყობაზე და სხვადასხვა ბიზნეს აქტივობების განვითარებაზეც, რაც ტურიზმის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

- რამდენად ხელსაყრელია „რედკოსთან“ ურთიერთობა იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც აპარტამენტის გაქირავება და შემოსავლის მიღება სურს.

- რედკო მენეჯმენტ გრუპი“ დაკავებულია სასტუმრო ბიზნესით. რაც იმას ნიშნავს, რომ განკარგავს „რედკოს“ აშენებულ უძრავ ქონებას. თუ აპარტამენტის მფლობელს სურვილი ექნება, შეუძლია „რედკოს“ მართვაში გადასცეს აპარტამენტი და ჩვენ საკომისიოს სანაცვლოდ გავაქირავებთ მას. აპარტამენტის მფლობელს არჩევანი აქვს - მართოს თვითონ, გადასცეს „რედკოს“ ან მესამე პირს.  მაგრამ „რედკო“ იმ უპირატეობით სარგებლობს, რომ ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ პირობებს. გვინდა გავხდეთ უპირობო ოპერატორი ახალი გუდაურის ტერიტორიაზე და არ გვყავდეს კონკურენტი. მიზანი გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ, როგორც სერვისი და room სერვისი, ასევე ოთახების კეთილმოწყობა, კონსიერჟის მომსახურება, და უკეთესი პირობები შევთავაზოთ მათ, ვისაც თავისი აპარტამენტიდან შემოსავლის მიღება სურს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: