სივრცის ფსიქოლოგია - როგორ ახდენს ინტერიერი ზეგავლენას ჩვენს ქცევაზე? | Property Georgia

სივრცის ფსიქოლოგია - როგორ ახდენს ინტერიერი ზეგავლენას ჩვენს ქცევაზე?

ვინაიდან ჩვენ საკუთარი ცხოვრების დიდ ნაწილს შენობების შიგნით ვატარებთ, ჩვენს მიერ დაკავებული სივრცე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ფსიქოლოგიურ ქცევაში. გარემოს ფსიქოლოგია, იგივე სივრცის ფსიქოლოგია, წარმოადგენს ადამიანებსა და მათ მიერ დაკავებულ სივრცეებს შორის ურთიერთმოქმედებას. განათება, ფერები, კონფიგურაცია, მასშტაბი, პროპორციები, აკუსტიკა და მასალები უკავშირდებიან ადამიანს და მასში წარმოქმნიან გრძნობებისა და ქმედებების სპექტრს.

სივრცეს შეუძლია სითბოსა და კეთილდღეობის შეგრძნების წარმოქმნა, კეთილდღეობის განსაზღვრა ან დადებითი და ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა. მან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს ჩვენს ქმედებებსა და გრძნობებზე. შესაბამისად, დიზაინი და შემოქმედებითი ზომები უნდა ითვალისწინებდეს ბინადრის სოციალურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებს.

propertygeorgia.ge

სან დიეგოს არქიტექტურისა და დიზაინის ახალი სკოლის პროფესორის, დეივ კოპეცის თანახმად, სივრცის ფსიქოლოგია არის „ადამიანთა ურთიერთობებისა და ქცევების შესწავლა აშენებული და ბუნებრივი გარემოს კონტექსტში“. ინტერიერის დიზაინი ჩამოყალიბდა ადამიანის ფსიქოლოგიის შემადგენელ ნაწილად, ვინაიდან ის უშუალოდ მოქმედებს თქვენს ქვეცნობიერებაზე და მონაწილეობს თქვენი ემოციებისა და აღქმების წარმოქმნის პროცესში ტვინის იმ ნაწილის მეშვეობით, რომელიც თქვენს მიერ დაკავებულ სივრცეზე ახდენს რეაგირებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაქტორებიც არის თამაშში, ინტერიერის სივრცეს ძლიერი ეფექტი გააჩნია. შესაბამისად, არქიტექტორმა მომხმარებლისთვის უნდა შეიმუშავოს რეალური გადაწყვეტილებები და ჩართოს ეს იდეები სენობის პროექტში.

propertygeorgia.ge

ბოლო ათწლეულების მანძილზე ფუნქციონალობის აღზევების პარალელურად, სივრცე იქცა მასში განთავსებული პროგრამის ანარეკლად. ადამიანები ხვდებოდნენ პატარა „ყუთებში“, საიდანაც მათ მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოების კვება უწევდათ. ნებისმიერი სახის სივრცეში ხალხის მჭიდროდ მოთავსების იდეა ინდუსტრიული რევოლუციის დროს ჩამოყალიბდა, როდესაც ქალაქები არ იყვნენ სათანადოდ აღჭურვილი ადამიანთა ნაკადების მისაღებად. საცხოვრებელი სივრცეების გეგმა დაიშალა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი ახალჩამოსულის განთავსება. სახლები და სამუშაო ადგილები სწრაფ წარმოებაზე გახდნენ ორიენტირებული. სივრცის გამოყენების კონცეფცია და მისი ფსიქოლოგია მოგვიანებით ჩამოყალიბდა.

propertygeorgia.ge

თანამედროვე პერიოდს თუ დავუბრუნდებით, ნოტინგემის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორი სერჯო ალტომონტე გაზეთ „ინდეპენდენტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ „შენობები და ურბანული სივრცეები პირველ რიგში მათი მაცხოვრებლების გარშემო უნდა იყოს დაგეგმილი. არქიტექტურის მნიშვნელობა ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის კუთხით დღეს უკვე მნიშვნელოვან საკითხად ყალიბდება“.

propertygeorgia.ge

გარემოს ფსიქოლოგისა და ინტერიერის დიზაინერის, მიგეტე კაუპის თანახმად, „არქიტექტურას შეუძლია გაამყაროს ის ქცევები, რომლებიც ჩვენ გვსურს განვახორციელოთ კონკრეტული ტიპის ადგილებში“. ეს იმას ნიშნავს, რომ არქიტექტურა ფიზიკური საშუალებაა. მართალია, არქიტექტორებმა ისეთ პრინციპულ ფაქტორებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, როგორიცაა უსაფრთხოება, სოციალური დაკავშირება და გადაადგილების სიადვილე, არის უფრო კონკრეტული ელემენტებიც - განათება, ფერები, ხელოვნება, ვენტილაცია და ა.შ. მაგალითად, ბალანსის, პროპორციის, სიმეტრიისა და რიტმის შემცველი დიზაინის პრინციპებს შეუძლიათ წარმოქმნან ჰარმონიის შეგრძნება, ხოლო ფერების უკან ძალზედ მარტივი ლოგიკა დგას: რაც უფრო თბილია ფერი, მით უფრო კომპაქტური ხდება სივრცე. ფერებს ასევე შეუძლიათ კომფორტის შეგრძნების შექმნა ან ურთიერთობის სტიმულირება. განათება დამოკიდებულია ფუნქციაზე: მკრთალი განათება დაღვრემილ სივრცეზე მიუთითებს, ხოლო კაშკაშა სინათლე უფრო დიდად და ცოცხლად გამოაჩენს სივრცეს. ბუნებრივი განათება ხელს უწყობს წარმოებას და აღდგენას.

propertygeorgia.ge

ზოგიერთი სივრცე აღელვებას, ზოგი კი - სიმშვიდის შეგრძნებას იწვევს, და ჩვენ არ ვიცით რატომ არის ეს ასე. გარემოს ფსიქოლოგია ყოველთვის არ არის მტკიცებითი. ის მეტ ყურადღებას ამახვილებს კვლევაზე, ისევე როგორც ადამიანისა და მისი გარემოს ურთიერთმოქმედებაზე. ამასთან დაკავშირებით, მასასოიტის კოლეჯის გარემოს ფსიქოლოგიის პროფესორი ერვინგ ვაინერი ამბობს, რომ „გარემოს ზოგიერთ გავლენას ჩვენ ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით, თუმცა, ისინი უშუალო ზეგავლენას იქონიებენ ჩვენს ხასიათსა თუ ქცევაზე“. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები რთული შესამჩნევია.

propertygeorgia.ge

დიზაინის პროცესში სივრცის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით შესაძლებელია კომერციულ პროექტებში პროდუქტიულობისა და გაყიდვების გაზრდა, ხოლო ჯანდაცვის პროექტებში რეაბილიტაციის დაჩქარება. ამავდროულად, კონკრეტული გაიდლაინების არარსებობის კვალობაზე, ჯერ კიდევ არ არის ცხადი, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი არქიტექტურაში. ბევრია დამოკიდებული დიზაინერის გრძნობებზე, შემოქმედებაზე, ისევე როგორც მის მიერ კვლევების გააზრებაზე. „პრობლემა ნაწილობრივ იმაში მდგომარეობს, რომ ამ სფეროში განხორციელებული სამუშაოები დიდწილად ფსიქოლოგიური ან ქცევითი ხასიათის არის და იოლად არ ისახება კონკრეტულ რეკომენდაციებსა თუ დიზაინში“, ამბობს კორნელის უნივერსიტეტის დიზაინისა და გარემოს ანალიზის დეპარტამენტის პროფესორი ალან ჰეჯი.

propertygeorgia.ge

საბოლოო ჯამში, დიზაინი საკმაოდ რთული თემაა, და იგივე ითქმის იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს სივრცეები უკავიათ. როგორც ხელოვნების სამეფო კოლეჯის არქიტექტურის სკოლის დეკანი ადრიან ლაჰუდი ამბობს, „არის თუ არა არქიტექტურა მნიშვნელოვანი? ულაპარაკოდ. შეუძლია თუ არა მას ადამიანების იზოლირება მათი პოლიტიკური გარემოსგან? არა“.

 

ავტორი : Christele Harrouk 

წყარო: www.archdaily.com

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: