თანამშრომლობა Colliers International Georgia-სთან | Property Georgia

თანამშრომლობა Colliers International Georgia-სთან

დღეს უძრავი ქონების სერვისების წამყვანი გლობალური კომპანია Colliers International Georgia და საქართველოს უძრავი ქონების #1 გზამკვლევი პორტალი www.propertygeorgia.ge (მალე გაეშვება)   პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.

თანამშრომლობის ფარგლებში, პორტალზე წარმოდგენილი იქნება Colliers International Georgia - ს უძრავი ქონების ბაზრის კვლევები,  მათი ექსპერტების პროგნოზები , დეველოპერული და საინვესტიციო პროექტები - ყველა ის ინფორმაცია რაც საინტერესოა ინვესტორებისთვის, ბიზნესსაზოგადოებისთვის და პოტენციური მყიდველებისთვის.

წამყვანი გლობალური კომპანია Colliers International Georgia  სრულ მომსახურებას სთავაზობს უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მოიჯარეებს დეველოპერებს და ინვესტორებს, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო მასშტაბით. კომპანიის ძირითად მიმართულებებს უძრავი ქონების დეველოპმენტის სერვისი, კორპორატიული ბროქერიჯი, უძრავი ქონების კვლევა, კონსალტინგი და შეფასება წარმოადგენს.

მათი მომსახურების ძირითადი ბიზნესსექტორებია:

  1. ოფისები
  2. ინდუსტრიული და ლოჯისტიკური სექტორი
  3. რითეილი სასტუმრო

Colliers International- ის სათავო ოფისი მდებარეობს ლონდონში. მათ კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ 66 ქვეყანაში, 554 ოფისში მომუშავე 16,000 პროფესიონალის გამოცდილებითა და ექსპერტიზით.

დიდი მადლობა კომპანია Colliers International Georgia-ს თანამშრომლობისთვის!

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: