თავისუფლების მოედანზე „რედიქს ჯგუფის“ ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნა | Property Georgia

თავისუფლების მოედანზე „რედიქს ჯგუფის“ ახალი ბიზნეს ცენტრი გაიხსნა

თავისუფლების მოედანზე „რედიქს ჯგუფის“ ახალი ბიზნეს ცენტრი „ტაბიძე 1“-ის II ბლოკი გაიხსნა.

“ტაბიძე 1” წარმოადგენს რედიქს ჯგუფის A კლასის ბიზნეს ცენტრს, რომლის საერთო ფართობი 9105 კვადრატული მეტრი, აერთიანებს საოფისე და კომერციულ ფართობებს; შენობაში ასევე წარმოდგენილია რესტორნების ქსელი “რედ კაფე”. ბიზნეს ცენტრის თანამედროვე დიზაინი, ოპტიმალური და პრაქტიკული დაგეგმარება, ინოვაციური ტექნოლოგიები, სრულყოფილი დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული მრავალფეროვანი სერვისები უზრუნველყოფს საუკეთესო სამუშაო სივრცეს.

ბიზნეს ცენტრის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაიების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო. გახსნაზე გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტების მქონე ახალი ბიზნესცენტრის გახსნა მიულოცა. „ძალიან დიდი წარმატებაა ის, რომ დღეს ჩვენ ქალაქის ცენტრში გვაქვს ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიზნესცენტრი. გილოცავთ! ნამდვილად ძალიან კომფორტული სივრცეა და მე დიდი იმედი მაქვს რომ ამ სივრცეში მიღებული იქნება არაერთი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთა შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დაიწყება ახალი საინვესტიციო პროექტები” - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: