თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებული გახდა | Property Georgia

თბილისი LCD Berlin Awards-ის გამარჯვებული გახდა

LCD Berlin Awards გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელისა და VisitBerlin-ის ერთობლივ ცერემონიალზე  2020 წლის გამარჯვებული საქართველოს დედაქალაქი- თბილისი გახდა, როგორც "საუკეთესო კულტურული ქალაქი". კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა.

კონკურსში მონაწილეობდნენ მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ტურისტული ქალაქები, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ თბილისს. 

LCD Awards-ის დაჯილდოების მე-6 ცერემონიალზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი, სადაც 18-მა ტურისტულმა მიმართულებამ, შესაბამის კატეგორიაში მიიღო სხვადასხვა ჯილდო.

LCD Awards მთავარ მიზანს წარმოადგენს ტურისტებისთვის უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენა, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

LCD Berlin Awards-ის 2020 წლის გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, სადაც შედიოდნენ The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.

სპეციალური ჯილდო, რომელიც თბილისმა "საუკეთესო კულტურული ქალაქი"-ის კატეგორიაში მიიღო, გერმანიაში საქართველოს საელჩოს გადაეცა.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: