თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალე - „რა გვაქვს საერთო“ | Property Georgia

თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალე - „რა გვაქვს საერთო“

საკითხის შესახებ

თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეს სახელწოდებაა „რა გვაქვს საერთო“. ბიენალეს გუნდი ჩვენს სულ უფრო მზარდად ინდივიდუალისტურ და ფრაგმენტულად დანაწევრებულ საზოგადოებებში არსებული საერთოობის საკითხის ამ განსაზღვრების კვლევისა და მისი ურბანულ ქსოვილში უკეთესი გამოყენების თვალსაზრისით უფრო ღრმად შესწავლას გთავაზობთ. საბჭოთა კავშირის დრამატული დაშლის შემდეგ მსოფლიო რუკას რამდენიმე ნაწილობრივ აუღიარებელი ქვეყანა დაემატა. ამ ახლად დაბადებულ „პოსტ სოციალისტურ“ სახელმწიფოებს გარდაუვალი და მტკივნეული გარდაქმნის პროცესის გავლა მოუხდათ. გეგმიურიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა და ეკონომიკური სისტემის ცვლილება როგორც ქალაქის კულტურული ნორმების, ისე მისი ურბანული სტრუქტურის გარდაქმნაში გამოიხატა. „კოლექტივად“ ჩამოყალიბებული საზოგადოება სულ უფრო და უფრო ინდივიდუალისტური, მისი დაგეგმილი ურბანული სივრცეები კი უფრო ფრაგმენტული და დანაწევრებული გახდნენ. ურბანული სოციო-ეკონომიკური გარდაქმნის პროცესმა საერთო  სივრცეებისა და მათი კოლექტიურობის გრძნობა თითქოს დაივიწყა. საერთო საცხოვრისისა და სარგებლობის ადგილები უმეტესწილად ინფრასტრუქტურით შეივსო და ტრანზიტისა და უწყვეტი ფუნქციურობის სივრცეებად გარდაიქმნა.

საერთოობის ცნება ნებისმიერი ტიპის ისეთ ბუნებრივ, კულტურულ, სივრცით, მატერიალურ და არამატერიალურ ღია რესურსს აერთიანებს, რომლის საკუთრების უფლება და რომელზე წვდომაც ზიარია. ამავე დროს საერთოობა ისეთი პრაქტიკების ერთობლიობაცაა, რომლებიც მათ მართავენ, ინარჩუნებენ და თავის მხრივ დაცვას საჭიროებენ. საერთოობა გამოყენებულ უნდა იქნას როგორც შეზღუდული რესურსი, რომელიც თემისა და პროფესიონალების მხრიდან მხარდაჭერას, განვითარებასა და ადმინისტრირებას მოითხოვს. 1990-იან წლებში საქართველოს ნეოლიბერალურ პოლიტიკურ სისტემაზე სწრაფმა გადასვლამ საერთოობის ახალი გაგება - საქონლად ქცევისა და ინდივიდუალიზაციის ღია რესურსები წარმოშვა.

სივრცითი საერთოობის შენარჩუნებაში არქიტექტორებს, ურბანისტებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს ფუნდამენტური როლის შესრულება დაეკისრათ. ამ მხრივ გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს.

ჩვენს ადგილობრივ რეალობაში პოსტ-საბჭოთა სივრცით, პოლიტიკურ და სოციალურ გარდაქმნებს ბევრი ახალი ცნების შემოღება და ურბანული ტერმინის გაჩენა სდევდა თან. საერთო სივრცის აღქმა ძალიან კომპლექსურ საკითხად ჩამოყალიბდა. „საერთოობის“ კრიტიკული გააზრების საშუალებით ჩვენ თბილისის ურბანული სივრცის რამდენიმე შრის, შიდა და გარე, მატერიალური და წარმოსახვითი გარდაქმნის პროცესის მნიშვნელობისა და საერთო სივრცეებზე მათი გავლენის შესწავლა გვსურს. კიბის უჯრედები, შესასვლელები, საცხოვრებელი სახლების სახურავები, საჯარო პარკები და სკვერები, იშვიათად ან სრულიად გამოუყენებელი საერთო სარგებლობის/კერძო შენობები, საზიარო თვით-მართული ღია სივრცეები ერთობლივად იმ „საერთო“ ურბანული ლექსიკონის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის გამდიდრებას, შესწავლასა და კვლევას საკუთრების სტრუქტურის, „საერთო“ სივრცის გარდაქმნის პოლიტიკური შედეგების, ყოველდღიური სივრცითი საერთო პრაქტიკის, წინააღმდეგობის სივრცეებისა და ბევრი სხვა ელემენტის საშუალებით ვაპირებთ.

 

ამასობაში - Covid 19

თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალეზე მუშაობის დაწყებისას დავსვით შეკითხვა: ”რა გვაქვს საერთო?” და ჩვენდა გასაკვირად, მასზე პასუხი იმაზე უფრო ადრე ვიპოვეთ, ვიდრე ველოდით. პანდემიის გამო ჩვენცხოვრებაში მომხდარი უეცარი ცვლილებების გამო ნათელი გახდა, რომ საერთო გაცილებით უფრო მეტი გვაქვს.  მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ პანდემიამ მსოფლიოში არსებული უთანასწორობა უფრო მკაფიოდ გამოავლინა და გააძლიერა.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით არსებულ ვითარებას და თავდაპირველი გეგმების გადახედვასა და მათ ახლანდელ მდგომარეობაზე მორგებას ვცდილობთ.  ფიზიკური დისტანცირების მნიშვნელობის, მოგზაურობსა და საჯარო თავშეყრაზე დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელობის გათვალისწინებით ბიენალეს კონცეფცია ისე გადავამუშავეთ, რომ ღონისძიებების ელემენტების დიდი ნაწილის ციფრულ ფორმატში განხორციელება მოვახდინოთ.

ახალი ფორმატით ბიენალეს ჩატარების მიზანი შესაძლო კომუნიკაციის იმგვარად გაფართოებაა, რომ მან მსოფლიოში უფრო მეტი ხალხი მოიცვას. ამ გზით ღონისძიება „საერთო არქიტექტურულ ბიენალედ“ გარდაიქმნება, რომელიც სათავეს თბილისში აიღებს, მაგრამ „ერთობის“ კონცეფციის თბილისისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გავრცელებას შეეცდება.

თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალე 2020 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში ჩატარდება.

 

ჩატარების ადგილი

ვირტუალური სივრცე

ცოტა ხნის წინ ბიენალეს გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თბილისის არქიტექტურის მეორე ბიენალე ციფრულ სივრცეში ჩატარდება, სადაც მისი ვებგვერდი ღონისძიების მთავარი პლატფორმის როლს შეასრულებს. ვებგვერდი განსხვავებული ფორმატების მხარდასაჭერად თავს ერთად სხვადასხვა მედიას მოუყრის, ბიენალეს ონლაინ რეჟიმში ჩატარება კი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი დაინტერესებული პირების უფრო ფართო მოცვასა და მონაწილეობას უზრუნველყოფს. ის იქცევა სხვადასხვა კონტინენტზე გამართულ ღონისძიებად, რომელიც თბილისის თავდაპირველი ჩატარების ადგილის ფარგლების გაფართოებით მსოფლიოს ბევრ სხვადასხვა ადგილს გაააქტიურებს. პანდემიის შედეგად გაჩენილი გამოწვევების თავიდან აცილების გარდა, ციფრული პლატფორმა ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს და შემოქმედებითი პროცესების განხორციელების ისეთ ინოვაციურ სივრცეს შექმნის, რომელსაც ახალი იდეების დასანერგად სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება შეეძლება. ბიენალე როგორც პლატფორმა და განსაკუთრებით კი მისი ვებგვერდი, იმ ადგილად იქცევა, რომელიც ბიენალეს ფარგლებში შექმნილ ნამუშევრებს, გამართულ დისკუსიებსა და წარმოშობილ იდეებს თავს ერთად მოუყრის.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: