თბილისის პირველი საცხოვრებელი ცათამბჯენი ოფიციალურად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული | Property Georgia

თბილისის პირველი საცხოვრებელი ცათამბჯენი ოფიციალურად ექსპლუატაციაში იქნა მიღებული

პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც King David Residences და King David Business Center-ის კოშკებს აერთიანებს, უკვე დასრულებულია. თბილისს 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება.70 მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, რომელმაც 2016 წელს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, International Property Awards-ის მიერ საუკეთესო მრავალფუნქციურ კომპლექსად დასახელდა საქართველოში.

King David Residences 32 სართულიან კოშკშია განთავსებული და თავის მაცხოვრებლებს სასტუმროს ტიპის სერვისებს სთავაზობს. მაღალი ჭერები, ვიტრაჟული ხედები, თავისუფალი გეგმარება და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა თბილისის ცენტრში ცხოვრებას ახალ მნიშვნელობას სძენს. ამ ეტაპზე, რეზიდენციების 45% უკვე გაყიდულია, მყიდველების უმრავლესობა (85%) ქართველ ბიზნესმენებს წარმოადგენენ, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ ბიზნესის სხვადასხვა სექტორში.

19 სართულიანი კოშკი კი მთლიანად King David Business Center-ს ეთმობა, რომელიც უკვე ივლისში იწყებს ფუნქციონირებას. ისეთი კომპანიები როგორებიცაა Colliers International, Samsung Georgia და PwC Georgia ზაფხულიდან King David Business Center- ში იქნებიან წარმოდგენილები. კომპანია დაინტერესებულ პირებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. შესაძლებელია საოფისე ფართების როგორც ყიდვა ის იჯარით აღება.

რეზიდენციების ნაწილში ბინების შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც 0%-იანი შიდა განვადებით, ისე 20 წლამდე ვადიანობის სესხით 10%-იანი თანამონაწილეობის პირობებით. რეზიდენციების მინიმალური ფართები 48 კვ.მ-დან იწყება.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: