თბილისში FIABCI Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები მოეწყო | Property Georgia

თბილისში FIABCI Georgia-ს და Property Georgia-ს ორგანიზებით უძრავი ქონების საინვესტიციო ტურები მოეწყო

უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტის, ბატონი ვალიდ მოუსას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოეწყო უძრავო ქონების საინვესტიციო ტურები თბილისის წამყვან დეველოპერულ კომპანიებში. ბატონი ვალიდ მოუსა,FIABCI-ის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ესტუმრა “ალიანს ჯგუფს”  და დაათვალიერა “ალიანს ჰაილაინის” სამშენებლო მოედანი. 14-16 ოქტომბერს FIABCI-ის საერთაშორისო დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სტუმრად Lisi Development-ში, Axis Towers-ში, M2 Gallery-ში და Well House Development-ში.

FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი თბილისს ოფიციალური ვიზიტით 13 ოქტომბერს ეწვია. სტუმრობის ძირითადი მიზანი საერთაშორისო უძრავი ქონების და ტურიზმის ფორუმში “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა” მონაწილეობა იყო. ამასთან, 13-16 ოქტომბრის უძრავი ქონების და ტურიზმის კვირეულის ფარგლებში, ვალიდ მოუსამ მიიღო მონაწილეობა უძრავი ქონების საინვესტიციო ტურებში და დაესწრო FIABCI Georgia-ს და სააგენტო “აწარმოე საქართველოს” შორის ხელმოწერას.

FIABCI Georgia-ს და Property Georgia-ს მიერ დაორგანიზებული უძრავი ქონების და ტურიზმის კვირეულის მიზანია საქართველოს პოზიციების მიმზიდველობის გაზრდა მსოფლიოს უძრავი ქონების და ტურიზმის რუკაზე. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: