თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდება   | Property Georgia

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდება  

 

www.propertygeorgia.ge

28 მარტს, პირველად საქართველოში გაიმართება ენერგოეფექტურობის საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა”. ღონისძების ორგანიზატორია უძრავი ქონების #1 ჰაბი  www.propertygeorgia.ge (Property Georgia)  და პასუხისმგებლიანი უძრავი ქონების საინვესტიციო საბჭო - საქართველო. თანაორგანიზატორია ინოვაციურიბი ბიზნეს გადაწყვეტილებების ცენტრი C4IBS (Center for Innovative Business Solutions). კონფერენციის მხარამჭერია საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და  “ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია” (ICCA).

ღონისძიების ფარგლებში, გლობალური კომპანიების წარმომადგენლები ისაუბრებენ შენობების სერთიფიცირების მოდელებზე და ასევე გზებზე, თუ როგორ ავაშენოთ ენერგოეფექტური შენობები და როგორ ვაქციოთ ძველი მშნებელობები ენერგოეფექტურად.  

ქართველ პრეზენტატორებთან ერთად, კონფერენციის “ენერგოეფექტური მშენებლობა” სპიკერები არიან ენერგოეფექტურობის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები:

  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
  • გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP)
  • წამყვანი საერთაშორისო საბროკერო კომპანია Colliers International Georgia
  • უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია FIACBCI
  • ენერგოეფექტურობის ესტონური საკონსულტაციო კომპანია Pro Advise OU-ი
  • Macs Energy & Water
  • Philips
  • Siemens

საერთაშორისო კონფერენციას “ენერგოეფექტური მშენებლობა” გახსნის მაია ცქიტიშვილი, საქართველოს რეგიონული  განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ღონისძიებას დაესწრებიან წარმომადგენლები   სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დიპლომატიური კორპუსიდან, სამშემენებლო-დეველოპერული კომპანიებიდან,  საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და პროფილური საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან. 

 

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ გადადით ლინკზე - ღონისძიებაზე რეგისტრაცია 

სასპონსორო საკიხებზე გთხოვთ დაგვიკავშირდით:

(+995) 595 300505 ლიკა ქარდავა,  დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

(+995) 599 253 061 ქეთი ტაბატაძე,  მმართველი პარტნიორი

[email protected];

[email protected];

 

 

 

 

 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: