“ტერასა ჯგუფი” მწვანე არქიტექტურის კონცეფციას ნერგავს | Property Georgia

“ტერასა ჯგუფი” მწვანე არქიტექტურის კონცეფციას ნერგავს

 
თბილისის ეკოლოგიური იერსახის გაუმჯობესება ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი აქტუალური თემაა. დეველოპერული კომპანიები ცდილობენ განაშენიანება ეფექტურ გამწვანებას შეუთავსონ. ამ მხრივ გამოირჩევა “ტერასა ჯგუფი”. კომპანიის კომერციული დირექტორის, თაკო გაფრინდაშვილის განცხადებით, კომპანია დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას გრძნობს მოსახლეობის წინაშე, რის შედეგადაც მწვანე არქიტექტურის იდეა გაჩნდა. “ამ კონცეფციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომპანიის პროექტები მოიცავს არამარტო გამწვანებულ ეზოებს, არამედ ასევე მწვანე სახურავებს,”ამბობს გაფრინდაშვილი. მისივე თქმით, “ტერასა ჯგუფი” ასევე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მშენებლობების არეალმა ქალაქის ცენტრიდან უფრო შემოგარენში გადაინაცვლოს და შესაბამისად გარეუბნების ათვისება მოხდეს. თაკო გაფრინდაშვილი ხაზს უსვამს გლდანისა და ვარკეთილის პროექტების არა მხოლოდ მაღალ ხარისხს, არამედ ეკონომიურობასაც. პროექტების უმეტესობა თეთრი კარკასის მდგომარეობაში ბარდება. “ტერასა ჯგუფი” კლიენტებს გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიაში ხელმისაწვდომია გრძელვადიან შიდა განვადება.

Property Georgia

ტერასა ჯგუფი” ქართულ ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა. სულ რაღაც ერთ წელიწადში კომპანიის პორტფოლიო უკვე მოიცავს ორ დასრულებულ და შვიდ მიმდინარე პროექტს.  ტერასა ჯგუფი” სამშენებლო-დეველოპერულ პროექტებს ახორციელებს თბილისსა და ბათუმში და უხლოეს მომავალში კახეთის რეგიონის ათვისებასაც გეგმავს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: