“ვილა ამბასადორში”  სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, გაიხსნა შოურომი | Property Georgia

“ვილა ამბასადორში”  სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, გაიხსნა შოურომი

“ანაგი დეველოპმენტი” თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო კომპლექსის, ამბასადორი კაჭრეთის ტერიტორიაზე  სამშენებლო სამუშაოებს  ასრულებს და 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას თეთრი კარკასის კონდიციით და შესაბამისი  ინფრასტრუქტურით უკვე დეკემბრის თვეში ჩააბარებს. კომპლექსი „ვილა ამბასადორი“  2, 3 და 4 საძინებლიან ვილებს აერთიანებს. ვილები  დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ავეჯით, ჩაშენებული გაზქურით და გამწოვით ბარდება. მეტი სიცხადისა და თვალსაჩინოებისთვის, 141.99 კვ.-ის 2 საძინებლიან ვილაში შოურუმი მოეწყო, რომლის მონახულებაც ყველა მსურველისთვის უკვე შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ვილის შეძენის შემთხვევაში, მესაკუთრე, ისარგებლებს სასტუმროს სრული სერვისით. ამავდროულად, მას აქვს არჩევანი საკუთრებაში არსებული ვილის გაქირავება მიანდოს სასტუმროს მენეჯმენტს, მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ინვესტიცია მაღალი, 13.5%-იანი უკუგებით. მარტივად რომ დავთვალოთ, 2-საძინებლიანი,  $200 000-ის ღირებულების 141.99კვ.მ ფართის ვილის შემთხვევაში, მესაკუთრის წლიურმა შემოსავალმა შესაძლოა გაქირავებიდან $27 000 შეადგინოს. ამ ტიპის ვილები საუკეთესო ინვესტიციაა მათთვის, ვინც უძრავი ქონების შეძენას გაქირავებიდან შემოსავლის მიღების მიზნით განიხილავს. აღსანიშნავია რომ ვილის შეძენისას მესაკუთრეს 1300 კვ.მ-დან 2000 კვ.მ-მდე მიწის ფართი და ვენახი გადაეცემა საჩუქრად.

კომფორტული დასვენებისთვის შექმნილი  ვილები გამორჩეულია დახვეწილი დიზაინით და ცხოვრების ექსკლუზიური სტილით. გოლფის მოედნის გასწვრივ განლაგებული ვილები დაყოფილია მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებად. „ვილა ამბსადორი“  სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ განუყოფელი ნაწილია. გოლფის მოედნებთან ერთად, სასტუმროს ტერიტორიაზე ცხოვრების თანამედროვე სტილისთვის აუცილებელი ყველა ტიპის ევროსტანდარტების ინფრასტრუქტურაა გათვალისწინებული: შიდა და გარე აუზები, სპა ცენტრი, ფიტნეს დარბაზი, რესტორნები, მარანი, საკონფერენეციო დარბაზები, ტენისის კორტები, სპორტული მოედნები, სასროლეთი, საჯინიბო და საბავშვო მოედნები.  

ვილა ამბასადორი” “ანაგი დეველოპემნტისპროექტია. დეველოპერული კომპანიის უკან დგას უკვე 31-წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაანაგი”. “ანაგი დეველოპმენტისპროექტების კონცეფციის განუყოფელი ნაწილია  სარეკრეაციო სივრცე, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა აუსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით აჭღურვილი საცხოვრებელი გარემო.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: