White Sails-მომგებიანი ინვესტიცია პრემიუმ კომპლექსში ბათუმში | Property Georgia

White Sails-მომგებიანი ინვესტიცია პრემიუმ კომპლექსში ბათუმში

2021 წლის გაზაფხულიდან მთელი მსოფლიო ელოდება ტურიზმის ინდუსტრიის გამოცოცხლებას. ამის მოლოდონს გარკვეულწილად განაპირობებს სიახლე ვაქცინის შესახებ. ტურიზმის ინდუსტია თავის მხრივ უძრავი ქონების სფეროს მომიჯნავე სექტორია. ეს საქართველოში განსაკუთრებით ცხადად ჩანს ბათუმის მაგალითზე, სადაც ბოლო წლებში სასტუმრო აპარტამენტების ბიზნესი სწრაფად ვითარდება. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია White Sails-ი. Property Georgia ესაუბრა ნათია გოგიძეს,  White Sails-ის დირექტორს.

- 2020 წლის გამოწვევების ფონზე, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ განაპირობა, როგორ ხედავთ ბათუმის უძრავი ქონების სექტორის საინვესტიციო პერსპექტივას 2021-ში?

- სიახლე ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით, სასიხარულო იყო მთელი მსოფლიოსთვის. ექსპერტები და ეკონომისტები მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღებასა და აღდგენაზე ალაპარაკდნენ. რა თქმა უნდა, ვაანალიზებთ ეს მოკლე ვადაში არ მოხდება და ეკონომიკური მდგომარეობა პანდემიამდე ეკონომიკურ მაჩვენებლებს რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდება. თუმცა, პოზიტიურ დინამიკას მაინც ველოდებით, ტურიზმის სექტორის ამოძრავებასთან ერთად უძრავი ქონების საინვესტიციო პერსპექტივაც გაუმჯობესდება. ჩაკეტილი საზღვრები რომ არა, ჩვენი უცხოელი მომხმარებლები, განსაკუთრებით პოლონეთიდან და ისრაელიდან, მზად იყვნენ ჩამოსავლელად და ინვესტიციების განსახორციელებლად.

- White Sails-ი წარმოადგენს პრემიუმ კლასის სასტუმროებსა და საცხოვრებელ აპარტამენტებს ბათუმში, სანაპირო ზოლის მიმდებარედ, ახალ ბულვარში. ბოლო წლებში ქალაქში აპარატემენტების ბევრი ახალი პროექტია. რით განსხვავდება White Sails-ი?

- სწორედ იმიტომ, რომ ბაზარზე ბევრი აპარტოტელია ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა განსხვავებული პროდუქტი, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ბინა და დამატებით ღირებულებას შესთავაზებდა მომხმარებლებს.

White Sails-ში შევეცადეთ მომხმარებლისთვის მიგვეცა ემოციური კომფორტი და შეგვექმნა ადამიანზე ორიენტირებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემო, რომელიც ბაზრის ტრენდებს მრავალი წლის განმავლობაში გაუძლებს. White Sails-ი მულტიფუნქციური სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსია ზღვის პირველ ზოლში, რომელსაც აქვს უნიკალური ინფრასტრუქტურა: კომპლექსის უდიდესი ნაწილი რეკრეაციულ ზონას დავუთმეთ. კერძოდ, 29,445 კვ.მ მიწის ფართობიდან 13,000 კვ.მ ბულვარის ტიპის ეზოს უკავია. კომპლექსი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას პარკინგისთვის, რომლით სარგებლობაც სრულიად უფასოა ჩვენი მოხმარებელებისთვის და მათ პარკირების პრობლემა არასდროს შეექმნებათ. ტერიტორიაზე განთავსებულია ღია საცურაო აუზი როგორც მოზრდილებისთვის, ისევე ბავშვებისთვის, სპორტული და საბავშვო მოედნები, რესტორნები, კაფე-ბარები და სუპერმარკეტები- ყველაფერი ერთ სივრცეში იქნება.

გარდა ამისა, White Sails-ი კომპლექსის ფარგლებში 2021 წელს სრულდება ბრენდული სასტუმრო Ibis Styles Batumi-ს მშენებლობა, რომელიც ბათუმში გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდგენილი. ჩვენი მომხარებელები ექსკლუზიური ტარიფებით ისარგებლებენ სასტუმროს ინფრასტრუქტურით: გამაჯანსაღებელი სივრცეები, დახურული აუზი, ფიტნეს და სპა ცენტრები , საერთო სამუშაო სივრცეები და ა.შ.

- აპარტამენტის შეძენა White Sails -ში არის მომგებიანი ინვესტიცია უძრავ ქონებაში, ქონების მესაკუთრეს გარანტირებული შემოსავლის წინაპირობებს უქმნით. უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ როგორ მუშაობს ეს ბიზნეს მოდელი.

- მომხმარებლებისთვის სრული კომფორტის შესაქმნელად, შევქმენით მართვის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს აპარტამენტის დატვირთვას. დამსვენებლებს მაღალი კლასის სასტუმროს ყველა სერვისს ვთავაზობთ: 24 საათიანი რეცეფცია, 24 საათიანი Check-in- Check-out, კონსიერჟის მომსახურება, ბელ ბოი, უსაფრთხოების სამსახური, ყოველდღიური დალაგება, რეცხვის სერვისი, უფასო წვდომა აუზზე, სპორტულ მოედანსა და პარკინგზე, გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის და დიდებისთვის და მრავალი სხვა. აპარტამენტის ყველა მფლობელს ექნება ვირტუალური კაბინეტი, საიდანაც შეძლებენ აკონტროლონ თავიანთი უძრავი ქონების დატვირთულობა და ტარიფები. ამასთან, ჭკვიანი სახლის მოძრაობის დეტექტორით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დროების მიხედვით შეუძლიათ შეამოწმონ დაკავეულია მათი აპარტამენტი თუ არა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ტურისტულ კომპანიებთან როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო უწყებებთან, გვყავს ოფიციალური წარმომადგენლები ისრაელსა და პოლონეთში, საიდანაც დიდი დატვირთვას ველოდებით.

მართვის კომპანიის პროცენტული სქემა შემდეგია: აპარტამენტის მფლობელი გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის 60%-ს იღებს, ხოლო მართვის კომპანია- 40%-ს. ყველა ზემოთაღნიშულ სერვისის ხარჯს, ისევე როგორც ყველა კომუნალურ ხარჯ ფარავს მართვის კომპანია.  თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არსებული ინფრასტრუქტურის და შეთავაზებული სერვისების წყალობით, White Sails-ის აპარტამენტების დატვირთვის შანსი კონკურენტებთან მიმართებაში გაცილებით მაღალია.

- როგორია შეძენის პირობები?

მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე დასრულებულია და მყიდველს აპარტამენტით სარგებლობა ამ სეზონზევე შეუძლია, მომხმარებელს 1 წლიან შიდა უპროცენტო განვადებას ვთავაზობთ. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ აპარტამენტი, ისარგებლოთ და გადახდა დაასრულოთ 1 წლის შემდეგ. ახალი წლის შეთავაზების ფარგლებში კი შეგიძლიათ ისარგებლოთ 2 წლიანი შიდა უპროცენტო განვადებით, მხოლოდ 15 %-იანი პირველადი შენატანით, ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში მიიღოთ 15%-იანი ფასდაკლება. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ბანკებთან იპოთეკური პროექტების ფარგლებში.

- ძირითადად მყიდველები ქართველი არიან თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეები?

- მშენებლობის მაღალი სტანდარტის, უნიკალური ინფრასტრუქტურის და მრავალფეროვანი სერვისების წყალობით White Sails- პროექტი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ინვესტორებში. ჩვენი მომხმარებლების წილობრივი გადანაწილება ქვეყნების მიხედვით შემდეგია: ისარელი- 27%;  რუსეთი- 17%; უკრაინა- 11%; პოლონეთი- 10%; ჩინეთი- 9,5%; საქართველო- 9%; სხვა- 25 %.

- უძრავი ქონების მყიდველი ყველა სხვა ფაქტორთან ერთად მნიშვნელობას ანიჭებს იმას თუ რამდენად ხარისხიანი სამშენებლო მასალებია გამოყენებული პროექტში და ზოგადად რამდენად ენერგიეფექტური მშენებლობაა. მეტი ინფორმაცია რომ მოგვაწოდოთ, თუ რა სამშენებლო მასალებია გამოყენებული White Sails -ის მშენებლობის დროს.

- ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს წლების განმავლობაში გაუძლებდა. შესაბამისად, მშენებლობის მაღალი ხარისხი პრიორიტეტულია და სამშენებლო მასალებიც შესაბამისად შეირჩა : ფასადისთვის გამოყენებულია  ენერგოეფექტური ქაფ-ბლოკი, რომელიც გარეთ ატარებს ბინაში  წარმოქმნილ ორთქლს, ინახავს სიმშრალეს, ხელს უშლის ნესტის წარმოშობას, არის  ენერგოეფექტური, აქვს ხმის იზოლაციის  ფუნქცია და არის ჯანმრთელობისთვის  უსაფრთხო. პროექტში გამოყენებულია  ჰიდროიზოლაციური საღებავი, რაც ხელს  უშლის ფასადიდან ბინებში წყლის  შემოსვლას. აპარტამენტებში გვაქვს გათბობა-გაგრილების ენერგო ეფექტური სისტემა.

შენობები დაკომპლექტებულია  გერმანული ბრენდი VEKA-ს ორმინიანი, ორფერიანი ვიტრაჟული ტიპის პანორამული ფანჯრებით, ხოლო აივნებზე გამოყენებულია AsaS-ის ბრენდის 10 მმ სისქის მინა. მინის აივანი ქმნის მეტ სივრცეს და არ აბნელებს ბინას.  სახურავზე გამოყენებულია თბოიზოლაციური საღებავი, რომელიც უზრუნველყოფს შენობაში სითბოს შენარჩუნებას, ხელს უშლის ბინებში ჭერზე კონდესანტის წარმოშობას. ჰიდროიზოლაციისთვის კი გამოყენებულია აკრილზე დამზადებული საღებავი, რომელიც ხელს უშლის წვიმის წყლის  ჩამოსვლას.

რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, კედლები შეღებილია ,,კაპაროლის” ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა, წყალგამძლე, მდგრადი საღებავით საბავშვო ოთახისთვის. საღებავი არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს შეფერადების შემდეგაც კი. პროდუქტს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა ოთახის ჰაერზე, გამძლეა და კარგად იწმინდება.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტის მშენებლობას აწარმოებს საქართველოში უმსხვილესი სამშენებლო კომპანია “ანაგი”, რომელსაც მშენებლობის 31 წლიანი გამოცდილება აქვს. ეს კი ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხის გარანტიაა და ნდობის ფაქტორს ამყარებს.

- რეკრეაციაც ერთ-ერთი პრიორიტეტია დღევანდელი ურბანული განვითარების პირობებში. პროექტის ლოკაცია რამდენად არის თანხვედრაში ამ მხრივ ჯანსაღ გარემოსთან?

-ზოგადად, ვთვლი რომ ისეთი პროდუქტი უნდა შექმნა, რაც პირველ რიგში, შენ თვითონ მოგეწონება და სიამოვნებით ისარგებლებ. სამწუხაროა, რომ დღეს ისეთი მშენებლობები გვხვდება, რომელთაც არც ეზო აქვთ და არც პარკინგი. პანდემიის პირობებში კი, ყველამ კარგად გავითავისეთ რეკრეციული სივრცეების მნიშვნელობა და აუცილებლობა. ჩვენი პროექტი ზღვის პირველ ზოლზეა განთავსებული, ზღვიდან 150 მეტრში. წინ ახალი ბულვარის ტერიტორიაა, ხოლო კომპლექსის ფარგლებში 13,000 კვ.მ ბულვარის ტიპის რეკრეციული ზონა, სპორტული მოედანი და ბავშვთა გასართობი სივრცე.

- პანდემიას და მის თანდმევ გამოწვევებს თუ დავუბრუნდებით, რამდენად გაიზარდა დისტანციური გაყიდვები 2020-ში და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს მიმართულება დარჩება მნიშვნელოვანი 2021-ში?

- ამ ეტაპზე ჩვენი გაყიდვები მეტწილად უცხოელებზე მოდის და საკუთრების უფლების რეგისტრაციას დისტანციურად ვახერხებთ. ჩვენ მომხმარებლებს, იპოთეკური სესხით ბინის შეძენაც დისტანციურად შეუძლიათ.

- 2021-ში თუ გეგმავთ ახალ პროექტებს?

- პანდემის მიუხედავად, ვცდილობთ არ გავჩერდეთ და ახალი პროექტის განხორციელებასაც ვაპირებთ. მომხმარებელს განსხვავებულ პროდუქტს ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე სულ მალე შევთავაზებთ.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: