Zaha Hadid Architects-ი საქართველოთი დაინტერესდა | Property Georgia

Zaha Hadid Architects-ი საქართველოთი დაინტერესდა

Property Georgia / ქეთი ტაბატაძე

ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული და დიზაინერული საერთაშორისო კომპანია Zaha Hadid Architects-ი ქართული ბაზრით დაინტერესდა. კომპანიის გლობალური სამუშაო პროცესებისა და BIM-მენეჯერმა ჰარი იბსმა 22 ნოემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართული კონფერენციის, „ჭკვიანი შენობის“ ფარგლებში ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან საქმიანი შეხვედრები გამართა.  „დირსიმ“, „აქსისმა“ და ადგილობრივი ბაზრის სხვა წამყვანმა მოთამაშეებმა განთქმულ არქიტექტურულ ფირმას თავისი პროექტები წარუდგინეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ჰარი იბსმა Property Georgia-ს მმართველ პარტნიორ ქეთი ტაბატაძეს ქართული ბაზრის შესახებ თავისი შეხედულებები გააცნო. 

Property Georgia

-    რატომ არის საინტერესო საქართველო Zaha Hadid Architects- ისთვის?
-    შავი ზღვის, კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებში ჩვენ ამჟამად დიდ პერსპექტივას ვხედავთ, მაშინ, როდესაც დასავლეთსა და შორეულ დღეისთვის უკვე ძლიერად ვართ წარმოდგენილნი. საქართველო წარმატებით გაივლის გარდამავალ პერიოდს. ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია, რაც მეტად მნიშვნელოვანია. Zaha Hadid Architects-ი მოხარულია საქართველოში ჩამოსვლით. თქვენი ულამაზესი ქვეყანა ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო. მას გააჩნია მდიდარი კულტურა და უძველესი ისტორია. ადგილობრივი ბაზრის შესწავლის მიზნით მე აქ დაგეგმილი მაქვს პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრები.
 
-    რამდენად რენტაბელური იქნება თქვენი პროექტები ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო?
-    მთელმა მსოფლიომ იხილა ბაქოს ოპერის სახლის წარმატება. ის უკვე აზერბაიჯანის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ასევე ის არის Hugo Boss-ის უახლესი გლობალური მარკეტინგული კამპანიის სახე. მსოფლიო დონის არქიტეტურული დიზაინის გამოჩენამ აზერბაიჯანში ქვეყანაში ტურიზმის ზრდა გამოიწვია. ჩვენ ასევე გვყავს პოტენციური კლიენტები უკრაინაში. „ზაჰა ჰადიდმა“ რამდენიმე პროქტი განახორციელა სლოვაკეთში, სადაც საქართველოს მსგავსი ეკონომიკაა. ყველა იმ ბაზარზე, სადაც ჩვენ წარმოდგენილი ვართ - ნიუ იორკში, ჩინეთში, თურქეთსა თუ სლოვაკეთში - ჩვენს პროექტებს კვადრატულ მეტრზე ყველაზე მაღალი ფასები აქვთ როგორც გაყიდვის, ისე გაქირავების ჭრილში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არქიტექტურული მომსახურების ფასები შეზღუდულია, „ზაჰა ჰადიდის“ მომსახურებაში ცოტა მეტის გადახდა მეტი უკუგების გარანტია. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო მზად არის „ზაჰა ჰადიდისთვის“, ხოლო „ზაჰა ჰადიდი“ - საქართველოსა და კავკასიის რეგიონისთვის.

-    რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა და აქაური ვარიანტების განხილვა?
-    ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ტურიზმი. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონია, ხოლო გასულ წელს ქვეყანას 8 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. წელს მათი რიცხვი შესაძლოა 9 მილიონამდე გაიზარდოს და მომდევნო წლებში მომავალში 11 მილიონსაც კი მიაღწიოს. ჩვენთვის ცხადია, რომ საქართველო და ზოგადად კავკასიის რეგიონი მთელი მსოფლიოდან იზიდავს ხალხს. ეს სტაბილურობისა და სიმშვიდის ხანგრძლივი პერიოდის შედეგია. თქვენ გაგაჩნიათ უნიკალური ენა, ხალხი, საჭმელი, ღვინო, ბუნება და არქიტექტურა. 

კონფერენცია „ჭკვიანი შენობა“ მომავალს ეხება. თბილისი მზად არის მომავლისთვის, ისევე როგორც Zaha Hadid Architects-ი. 
 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: