"Rezid Holding GMBH“-სა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის „King David“-ის შესახებ

2017 წლის 15 მაისს ავსტრიულ ჰოლდინგს „Rezid Holding GMBH“-სა და საქართველოს ბანკს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი პროექტის "King David"-ის შესახებ.  ახალი პირობები უფრო მეტად ამარტივებს პრემიუმ კლასის ცათამბჯენში რეზიდენციების შეძენის შესაძლებლობას.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით შეიძინოს ბინა King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პირობებით, რომელიც გულისხმობს თანადაფინანსებას მხოლოდ 10%-დან, 20 წლამდე ვადიანობის სესხს  და შეღავათიან საპროცენტო განაკვეთს 7%-დან.

ამასთან ერთად, King David-ის რეზიდენციების შეძენის მსურველებისთვის მოქმედებს ორი შეთავაზება:

  • 5% -იანი ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში;

  • 1 კვ.მ-ის ფართის ფასი 1 500 $-დან;

King David 70 მლნ დოლარის ინვესტიციაა, რომელმაც თბილისში ცათამბჯენების მშენებლობის პრეცედენტი შექმნა და 5 ვარსკვლავიან ცხოვრების სტილს ჩაუყარა საფუძველი. King David-ის ორ მაღალ კოშკში განთავსებულია საცხოვრებელი რეზიდენციები, ა კლასის ბიზნეს ცენტრი, რესტორნები, აუზი, სპა, ფიტნეს ცენტრი, ივენთ ჰოლი, ბაღი, რესეფშენი, ლობი, ლობი ბარი და სასტუმრო. უკვე ივლისში დედაქალაქს ახალი სავიზიტო ბარათი შეემატება, რომლის ოფიციალური გახსნა 2017 წლის სექტემბერს არის დაგეგმილი.

მიმდინარე შეთავაზებებზე სრული ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ 200 18 18.

Subscribe
Subscribe to Our Newsletter to get
important News, Amazing Offers & Inside Scoops: