პროექტის შესახებ

პროექტის მთავარი მიზანი თბილისში, ახალი, კომფორტული და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სივრცის შექმნაა. ამისათვის კომპანიამ შეარჩია მშვიდი და გამწვანებული ადგილი, ქალაქის ცენტრთან ახლოს, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და სატრანსპორტო მაგისტრალებით. სწორედ ამ მიზნის განხორციელებაა აბრისი - დიღომი.

სახლის შესახებ

აბრისი-დიღომი 16-სართულიანი, 151 ბინიანი საცხოვრებელი სახლია, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია 755 კვ.მ.-ის კომერციული ფართი. პროექტის 14 სართული უკვე დასრულებულია.
მე-16 სართულზე მოწყობილ პენტჰაუსის ტიპის საცხოვრებელ ბინებს გაშლილი ტერასები ამშვენებს.
ყველა ბინიდან სივრცის განსაკუთრებული შეგრძნებაა, რაც რაციონალური განლაგების და მოქნილი დაგეგმარების გარდა, განპირობებულია კორპუსის ირგვლივ არსებული სიმწვანითა და ქალაქზე გაშლილი სივრცული ხედებით.
ბინის განსხვავებულ არქიტექტურულ იერსახეს მინის და ლითონის აივნებიანი ფასადი ქმნის. მობინადრეებს ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ.

პროექტის დასრულების ვადაა 2019 წლის ოქტომბერი.

Specifications

  • Power generator

On Map

ABRISI DIGHOMI - ABRISI DIGHOMI