გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი - ინვესტორებისთვის მიმზიდველი დესტინაცია

1. რედკოს-ს შესახებ

სამშენებლო-დეველოპერული და ქონების მართვის კომპანია, რომელიც ახალ გუდაურში ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურად მომგებიანი უძრავი ქონების შეძენას.

გუდაური წარმოადგენს საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და პოპულარულ სამთო-სათხილამურო კურორტს, რომელიც გამოირჩევა თავისი ლოკაციით მცირე კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2,175 მ სიმაღლეზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მხოლოდ 150 კილომეტრის დაშორებით.

აქ უძრავ ქონებაში ინვესტიციაზე მზარდი მოთხოვნაა, რამეთუ გუდაური სტაბილურად ვითარდება, როგორც ზამთრისა და ზაფხულის კურორტი. რედკო პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს ინვესტიციის სხვადასხვა ვარიანტს, გადახდის მოქნილ პირობებსა და იპოთეკური სესხის მიღების შესაძლებლობას.

2. ინვესტორებისთვის არსებული შესაძლებლობები ახალ გუდაურში

  • კომერციულ აპარტამენტებში ინვესტირება - ფასები $800-დან 1 კვადრატულ მეტრზე.

18%-მდე წლიური პასიური შემოსავალი

ინვესტიციაზე უკუგების მიღება 5-7 წლის ვადაში

კაპიტალიზაციის ნორმა: 12-20%

  • სასტუმროებში, კოტეჯებსა და სხვა მშენებარე საცხოვრებელი თუ სასტუმროს ტიპის პროექტებში ინვესტირების შესაძლებლობა
  • მშენებლობისთვის განკუთვნილ და ზონირებულ მიწის ნაკვეთებში ინვესტირების შესაძლებლობა

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ იხდიან გადასახადს უძრავი ქონების შეძენაზე. უძრავ ქონებაში $35,000-ის ინვესტირებისას უცხოელებს დროებითი ბინადრობის მიღების შესაძლებლობაც მიეცემათ.

3. არსებული მდგომარეობა

  • 2012-2017 წლებში რედკო-მ ახალ გუდაურში დაასრულა 5 აპარტ-ოტელის მშენებლობა და ჩამოაყალიბა რიგი მომსახურებები.

სასტუმროს ტიპის მომსახურებები

თანამედროვე ინფრასტრუქტურა განლაგებულია საბაგირო გონდოლადან მხოლოდ 100 მეტრის დაშორებით და მოიცავს აპარტ-ოტელის ტიპის შენობებს და მართვის ზოგად მომსახურებებს, როგორიცაა კონსიერჟი, 24-საათიანი დაცვა და მოვლა-პატრონობა. სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოფარეხს, სათხილამურო დეპოებს, თხილამურების გაქირავების მაღაზიებს, ისევე როგორც სხვადასხვა დასასვენებელ და გასართობ ობიექტს ტურისტებისთვის, როგორიცაა სპა-ცენტრი, რესტორნები, კაფე-ბარები, სათხილამურო სკოლები, სათხილამურო აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები და ა.შ.

Radisson Blu Gudauri Mountain Resort

რედკო-ს ახალ გუდაურში შემოჰყავს განთქმული ბრენდი Radisson Blu, რაც განაპირობებს სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებას და გაზრდის მის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ქვეყნის წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაიწყო, და 2019-2020 წლებისთვის დასრულდება. სასტუმრო მოიცავს 160 ნომერს, რამდენიმე რესტორანს, სპა-ცენტრს, ისევე როგორც ღია და დახურულ საცურაო აუზებს.

Bogner Sport

პრემიუმ-კლასის ბრენდის, „Bogner Sport“-ის კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია ახალ გუდაურში, მაღაზია „Besplendid“-ში.

Casino Gudauri

ახალ გუდაურში პირველი სამორინე 2017 წელს გაიხსნა.

4. მიმდინარე პროექტები - 2018-2019 წწ.

2018-2019 წლებში ახალ გუდაურში აშენდება 5 ახალი ობიექტი, მათ შორის სასტუმრო „Radisson Blu Gudauri Mountain Resort“. 2018 წლის გაზაფხულზე დამატებით დაიწყება 7 აპარტ-ოტელის მშენებლობა.

5. სამომავლო პროექტები

შემდეგი 5 წლის პერიოდში რედკო დამატებით 8-10 აპარტ-ოტელსა და კოტეჯს ააშენებს. ახალი გუდაურის კურორტი წარმოადგენს მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის კომპლექსს, რომლის განვითარებასაც უზრუნველყოფს კანადური კომპანია „Ecosign Mountain Resort Planners Limited“-ის მიერ მომზადებული გენერალური გეგმის მიხედვით.

აღნიშნული გეგმის თანახმად, რედკო ახალ გუდაურში ყოველწლიურად ატარებს დიდი რაოდენობით სამშენებლო სამუშაოებს. კურორტის განვითარებაში კომპანია 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

განვითარების გენერალური გეგმა გულისხმობს კომპანიის მფლობელობაში არსებულ, 50 ჰექტარის ფართობზე 26 მრავალფუნქციური საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის შენობისა და 20 კოტეჯის აშენებას. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის კომერციული, გასართობი და სპორტული ობიექტის მშენებლობა, როგორიცაა საკონფერენციო დარბაზები, მუსიკალური კლუბები, სპორტული მოედანი, ყინულის მოედანი და ა.შ.

6. ქონების მართვა

რედკოს ქონების მართვის ჯგუფი ჩამოყალიბდა ახალ გუდაურში არსებული და მშენებარე ქონების ოპერირებისა და მართვის მიზნით. კურორტებსა და ობიექტებში საჯარო სივრცეების მართვის მომსახურების გარდა, კომპანია ოპერირებს აპარტ-ოტელების ქსელს „New Gudauri Resort Residences & Spa” ბრენდის ქვეშ, რომელიც ბინის მფლობელებს მათი აპარტამენტების გაქირავებისგან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

Specifications

  • Efficiency
  • Parking
  • ელ. გენერატორი
  • Maintenance