54 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ბათუმის ბულვარში, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი 2 ნაწილისგან შედგება: ექსკლუზიური აპარტამენტები და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მარიოტი. სასტუმრო 12 სართულზე განთავსდება და 160 ნომერს მოიცავს. ალიანს ჯგუფის მრავალფუნქციური კომპლექსის მართვას მსოფლიოში აღიარებული და „მარიოტ ინტერნეიშენალის“ აფილირებული კომპანია „მაკინერნი ინტერნეიშენალი“ განახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია.

შეძენის პირობები

  • ერთიანი ან ეტაპობრივი გადახდა

 მყიდველს საშუალებს ექნება, როგორც ერთიანად გადაით შეიძინოს აპარტამენტი და ისარგებლოს ფასდაკლებით, ასევე ეტაპობრივად დაფაროს ის 30%-ის პირველადი შენატანით და ისარგებლოს კომპანიის შიდა ერთწლიანი უპროცენტო განვადებით.

  • შეძენისა და რეგისტრაციის პროცედურა

 აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით. უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურა სრულდება 1 საათში.

  • გამარტივებული სესხი

 მსურველებს შეუძლიათ ჩვენი პარტნიორი ბანკების მომსახურებით ისარგებლონ და მიიღონ გამარტივებული იპოთეკური სესხი 1 დღეში - შემოსავლების დადასტურების გარეშე.

კომპლექსის მართვა

შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა-პატრონობა აუცილებელი წინაპირობაა, რათა შენარჩუდეს კომპლექსის ფუნქციონალურობა, სისუფთავე და მიმზიდველობა. კომპლექსის მოვლას უზრუნველჰყოფს "ალიანს ჯგუფი".

მოვლის მომსახურება მოიცავს:

  • დერეფნებისა და საზოგადოებრივი ფართების დალაგებასა და მოვლას;
  • 24-საათიან დაცვის სამსახურს და ვიდეო-მეთვალყურეობას;
  • დალაგებისა და კონსიერჟის სერვისს;
  • რეცეფციას;

  • ლიფტებისა და სხვა სერვისების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

აპარტამენტების გაქირავება

ჩვენს მრავალფუნქციურ კომპლექსში "ალიანს ფრივილიჯი" აპარტამენტების შეძენით თქვენ შეგიძლიათ დამატებითი სარგებელიც მიიღოთ საკუთარი ინვესტიციიდან. 

თქვენ გაქვთ საშუალება, თვითონ გააქირაოთ საკუთარი აპარტამენტი ან გადააბაროთ ის საერთაშორისო აპარტამენტების მენეჯმენტ კომპანიას, რომელიც უზრუნველჰყოფს თქვენი აპარტამენტების მართვას, მოვლა-პატრონობას, გაქირავებას, რაც ფინანსური სარგებელის მომტანი გახლავთ.

დიზაინი და რემონტი

„ალიანს ჯგუფი" მეპატრონეებს სთავაზობს მათი აპარტამენტების დიზაინს, რემონტს, ავეჯსდა სრულ აღჭურვას - პრემიუმ კლასის სტანდარტის მიხედვით. მეპატრონეებს ასევე შეუძლიათ აპარტამენტის საკუთარი ძალებით გარემონტება, რაც შესაძლებელია სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე.

სერვისები და ინფრასტრუქტურა

კომპლექსი მოიცავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მაღალი კლასის ინფრასტრუქტურას, როგორიცაა: საცურაო აუზი, ფიტნესი, ორსართულიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, სპა და ა.შ. პროექტში გამოყენებულია ენერგიის ალტერნატიული წყაროები.

Specifications

  • Elevator number: 2 ()
  • Efficiency
  • Parking
  • ელ. გენერატორი
  • Maintenance
  • Has Award

On Map

ALLIANCE PRIVILEGE | ALLIANCE GROUP - ALLIANCE GROUP