იცხოვრე საუკეთესო ადგილას

არაყიშვილი რეზიდენსის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი 14 სართულიანია და შედგება 4 სადარბაზოსგან. შენობაში 84 საცხოვრებელი ბინაა.

დამატებითი კომფორტისთვის კომპლექსის მომსახურება უზრუნველყოფს 24 საათიან დაცვას. შენობას აქვს ორ სართულიანი დაცული მიწისქვეშა ავტოსადგომი 99 მანქანისთვის, კალათბურთის მოედანი და სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის.

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობდა დასრულდება 2017 წლის სექტემბერში.

პროექტის მხარდაჭერა
• პროექტი ფინანსდება საქართველოს ბანკის მიერ
• კომპლექსის ექსკლუზიური ბროკერია Colliers International Georgia
• საცხოვრებელ სახლს აშენებს სამშენებლო კომპანია ანაგი

ადგილმდებარეობა

არაყიშვილი რეზიდენსი მდებარეობს არაყიშვილის ქუჩაზე N3-ში, ვაკის ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საცხოვრებელ ნაწილში. კომპლექსთან ახლოს განთავსებულია მზიურის პარკი, ბიზნეს ცენტრი პიქსელი, სპორტული სავარჯიშო დარბაზი სნეპი და ასპრია, სუპერ მარკეტი გუდვილი, ტანსაცმლის მაღაზიები, რესტორნები და კაფეები. ასევე, საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლები, სახელმწიფო და კერძო უნივერსტეტები.

არაყიშვილის ქუჩა პირდაპირ უკავშირდება ვაკის ცენტრალურ გამზირს - ჭავჭავაძეს. ასევე, ახლოსაა ვაკე-საბურთალოს ახალი მაგისტრალი და გმირთა მოედნიდან მხოლოდ 3 კმ-ითაა დაშორებული. შესაბამისად, აღნიშნული კომპლექსი ადვილად მისადგომია ნებისმიერი სახის ტრანსპორტისთვის. 

Specifications

  • Parking
  • Power generator