ბათუმი თაუერი | შავი ზღვა საქართველო

კომფორტი სტატუსი სტილი

ბათუმი თაუერი რეზიდენციები

79 პრემიუმ კლასის რეზიდენციები განთავსებულია მე-4 სართულიდან 33- სართულის ჩათვლით კავკასიის ყველაზე მაღალ შენობაბათუმი თაუერში“, რომელშიც 2019 წელს ასევე განთავსდება 5 Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო. შენობაში განთავსებულია პანორამული ბორბალი 24- სართულზე.

კომპლექსი მდებარეობს ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე. თაუერის უნიკალურმა არქიტექტურამ და მდებარეობამ განაპირობა შთამბეჭდავი ზღვის და მთის ხედები ყველა რეზიდენციიდან. აპარტამენტები ბარდება სრული რემონტით, მაღალი ხარისხის მარმარილოს იატაკებით, ხის შიდა კარებითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით; გაწყობილი სამზარეულო ტექნიკით და სურვილის შემთხვევაში, ავეჯითა და აქსესურებით.

კომპლექსის ინფრასტრუქტურა და მომსახურება მოიცავს:

  • ­5 სასტუმრო „Le Méridien“
  • ღია და დახურული აუზი
  • სპა და ფიტნეს ცენტრი
  • რესტორანი და ლაუნჯი ღია ტერასით
  • საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზები
  • სამორინე „Tower Casino“
  • კონსიერჟის მომსახურება
  • 24-საათიანი დაცვა

Le Méridien ბათუმი თაუერი

Starwood Hotels & Resorts Worldwide- და რედკო პარტნიორობით საქართველოში პირველად ბათუმში გაიხსნება Le Meridien-ის ბრენდის სასტუმრო. სტუმრები შეიცნობენ პარიზში დაარსებული სასტუმროს გარემოს. 110 თანამედროვე გაწყობილი ექსკლუზიური ოთახი გთავაზობთ შავი ზღვის ხედებს და ფუნქციონალურ ტექნოლოგიებს თანამედროვე დიზაინის ელემენტებთან შერწყმით.

ფეშენებელური რეზიდენციების განსაკუთრებულ გარემოს ამდიდრებს ერთიან კომპლექსში განლაგებული 5-ვარვსკლავიანი სასტუმრო Le Meridien, სამორინე, სპა, ფიტნეს ცენტრი, ღია და დახურული აუზები, რესტორნები - ყველაფერი, რაც მიუთითებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილზე და უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას ზღვისპირა ქალაქში.

სპა, შიდა და გარე საცურაო აუზები

ბათუმში განთავსებული სპა ცენტრის და საცურაო აუზების ინფრასტურქტურა ისეა დაგეგმილი, რომ მათი სერვისებით სარგებლობა ისევე მოსახერხებელია აპარატამენტის მფლობელებისათვის, როგორც სასტუმროს დამსვენებლებისთვის. აქ ყველა დეტალი გათვალისწინებულია თქვენი განტვირთვისთვის.

სამორინე

ბათუმი თაუერშიგანთავსდებათაუერ კაზინო”, რომელიც 2000 კვ. მეტრზე, მე-2 სართულზე იქნება მოწყობილი. მსურველები სათამაშო მაგიდებით, აპარატებითა და VIP სივრცეებით ისარგებლებენ.

კაზინოს ინტერიერის დიზაინი შექმნა დიზაინერმა კრის დავმა, რომელიც სააგენტო Design FDA- წარმოადგენს.

ინტერიერი

ჩვენმა დიზაინერებმა შექმნეს ხუთი ტიპის ნათელი და მყუდრო ბინის ექსკლუზიური პროექტები. შენობის უნიკალური არქიტექტურა და მდებარეობა შესაძლებლობას იძლევა, მზის ამოსვლისა თუ ჩასვლის, შუადღის ზღვისა თუ მთების ხედებით ყველა რეზიდენციიდან დატკბეთ. საცხოვრებელი რეზიდენციების კონცეფციის შემუშავებისას, კომპანია RED-Co- მთავარი პრინციპი თანამედროვე სტილის კომფორტული ბინების შექმნა იყო. სხვადასხვა პროექტის ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა ქართული კომპანია Rooms და აგრეთვე ცნობილი ინტერიერის დიზაინერი დავით ქოიავა.

Specifications

  • Efficiency
  • Parking
  • Power generator
  • Maintenance