კომპანია ლისი დეველოპმენტის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში სრულიად ახალი, ეკოლოგიური და ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაა. 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამშენებლო მასალების ხარისხს, მათ ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ თვისებებს.  კიდევ ერთი დამატებითი ღირებულება თბილისის პანორამული ხედია, რომელიც თითქმის ყველა აივნიდან იშლება. ამ ეტაპზე დასრულებულია 241 ბინა, 28 თაუნჰაუსი და 3 ვილა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2017 წელს დასრულდება ითვალისწინებს კიდევ 160 საცხოვრებელი ერთეულის დამატებას.

აღსანიშნავია, რომ მწვანე ქალაქის საცხოვრებელი კომპლექსის მიმდებარედ, ლისის ტბის ტერიტორიაზე მოედინება სამკურნალო თერმული წყლები. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ახალი გოგირდის აბანოთი და ამავდროულად დატკბეს ულამაზესი ტბის და ტყის ხედით. 

სამშენებლო კომპანია: NCC, Anagi

არქიტექტურული კომპანიის დასახელება: Architects.ge 

საერთაშორისო პარტნიორი ბანკი:

FMO

Specifications

  • Efficiency
  • Parking