„მწვანე უბანი ლისთან“ დეველოპერული კომპანია „გრინ დეველოპმენტის“ მიმდინარე მსხვილი პროექტია, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, ავთო ვარაზის ქ. 42-107-ში,  რეკრიაციულ (წიწვოვანი ტყის) ტერიტორიასთან, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, 25 ჰა მიწის ნაკვეთზე შენდება.

პროექტის განხორციელება 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ევროპული სტანდარტების ენერგოეფექტური, დაბალსართულიანი ( მაქს. 5 სართული) განაშენიანებით სამ ეტაპად მიმდინარეობს.

პირველი ეტაპის - ტყისპირის  უბნის მშენებლობა ხუთ ხუთსართულიან კორპუსსა და 15 ვილას ტიპის საკუთარ სახლს მოიცავს. ხუთი ხუთსართულიანი კორპუსის (A, B, C , D, E ბლოკები) მშენებლობა უკვე დასრულებულია და მობინადრეების 70 პროცენტი გადასულია საცხოვრებლად. დასრულებლია ვილას ტიპის საკუთარი სახლების მშენებლობაც.  

„მწვანე უბანი ლისთან“ განვითარების მეორე ფაზაში „ევროპული უბნის“ მშენებლობითაა დაკავებული, სადაც დაგეგმილია 12 დაბალსართულიანი კორპუსის და ერთი ფუნქციური შენობის მშენებლობა. ორიგინალური არქიტექტურითა და ესთეტიკით  გამორჩეული „ევროპული უბნის“ 4 კორპუსი  მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღებს მაცხოვრებლებს. სულ ცოტა ხნის წინ კი  5-6 კორპუსების მშენებლობა დაიწყო, სადაც ბინების შეძენა 43 კვ.მ- დან არის შესაძლებელი.

კომპანია „გრინ დეველოპმენტი“ პროექტის „მწვანე უბანი ლისთან“ განხორციელებისას ძირითად აქცენტს მოქნილ ინფრასტრუქტურასთან ერთად, სწორედ მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე აკეთებს. კომპანიის მიზანი არა მხოლოდ თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნაა, არამედ საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრება. კომპლექსი მომხმარებელს სთავაზობს არა მარტო კომფორტს, უმაღლეს ხარისხსა და სერვისს, არამედ სიმშვიდეს, სიმწვანეს და ჯანსაღ ბუნებრივ ექსტერიერს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამშენებლო მასალების ხარისხს, მათ ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურ თვისებებს.

Specifications

  • Efficiency
  • Parking
  • Maintenance

On Map

მწვანე უბანი ლისთან -