propertygeorgia.ge

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲 ანაგი დეველოპმენტის პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. 𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს. დამატებით 𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას.

კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, 3 დამოუკიდებელ ლობის კონსიერჟის მომსახურებით და პარკინგს.

𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ ➕ კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ ➕ გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას ევროპული წარმოების გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. 𝗣𝗮𝗿𝗸 𝗛𝗼𝗺𝗲-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.

პროექტის კონცეფცია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ნარევია, რომელიც ქალაქის ცენტრში მშვიდი და ამავდროულად აქტიური ცხოვრებისთვის ყველა პირობას ქმნის.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "ანაგი". პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 45001:2018 და ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

კომპლექსი სრულდება 2021 წლის დეკემბერში.

Specifications

  • Efficiency
  • Parking
  • Maintenance
  • Smart

On Map

პარკ ჰოუმი - ანაგი დეველოპმენტი