„ჰუალინგის საერთაშორისო ეკონომიკური ზონის“ პროექტი „თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში, განთავსებულია თბილისის ზღვის მიმდებარედ 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე. იგი წარმოადგენს ჰუალინგ ჯგუფის ყველაზე დიდ პროექტს საქართველოში. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დამტკიცებული ფართის მშენებლობის დასრულება იგეგმება 10 წლის განმავლობაში და პირველი სამი წლის მინიმალური საინვესტიციო თანხა განსაზღვრულია არანაკლებ 150 მილიონი აშშ დოლარით.

პროექტი ორიენტირებულია თბილისის ამ ნაწილის ურბანულ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

2012 წლიდან დღემდე ზემოხსენებულ ტერიტორიაზე უკვე 27 დასრულებული კორპუსია. მშენებლობა კი გრძელდება – მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, სააგარაკო სახლები და ტურისტულ-დასასვენებელი ზონა; დასრულებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სავაჭრო და ლოჯისტიკური ცენტრი და საბაჟო საწყობი.

ტერიტორიაზე განთავსდა ოლიმპიური სოფელი, რომელმაც 2015 წელს უმასპინძლა თბილისის რიგით მე 13 -ე ევროპის ახალგაზრდულ ოლიპიურ ფესტივალს.

„ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი“ პროექტის სამშენებლო ფართის მოცულობა შეადგენს 4 მილიონ კვადრატულ მეტრს, რომელთაგან 2 მილიონი განკუთვნილია საცხოვრებელი ზონის მშენებლობისათვის, ხოლო დარჩენილ 2 მილიონი კვადრატული მეტრი კი განსაზღვრულია კომერციული ფართებისთვის და სარეკრეაციო ზონებისთვის. საცხოვრებელი ზონა მოიცავს: მაღალსართულიან, მრავალბინიან საცხოვრებელ ზონას და სააგარაკო სახლების კერძო დასახლებას. კომერციული ზონა კი სხვადასხვა ობიექტებს, როგორიცაა სავაჭრო, ლოჯისტიკური, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრები.

ერთ სივრცეში გაერთიანებულია:

  • 2 მილიონი კვ.მ. საცხოვრებელი კორპუსები
  • სავაჭრო ცენტრი
  • ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო
  • სპორტულ – გამაჯანსაღებელი ცენტრი
  • 500 ათასი კვ.მ. სარეკრეაციო ზონა

უახლოეს მომავალში დაგეგმილი სხვა საყოფაცხოვრებო ურბანული ინფრასტრუქტურა:

  • სკოლა
  • ფოსტა
  • საავადმყოფო
  • საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ცენტრები

დაზოგეთ დრო, ფული და ენერგია, გადმოდით დღესვე!

ჩვენ გთავაზობთ დასრულებულ გარემონტებულ ბინებს

  • 68 კვ.მ. – 3 ოთახიანი ბინა 1 სველი წერტილით
  • 78 კვ.მ. – 3 ოთახიანი ბინა 2 სველი წერტილით
  • 117 – 135 კვ.მ.-მდე 5 ოთახიანი დუპლექსის ტიპის ბინა 3 სველი წერტილით

 

Specifications

  • Efficiency
  • Parking
  • Power generator