propertygeorgia.ge

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

„ანაგი დეველოპმენტის“ პროექტი „ვილა ამბსადორი“ სასტუმრო კომპლექსი „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე განთავსდება და სასტუმროს განუყოფელი ნაწილი იქნება. კომპლექსი 45 ექსკლუზიური დიზაინის ვილას მოიცავს.

„ამბასადორი კაჭრეთი“ კახეთში, თბილისიდან 40 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს: გოლფის მოედნებს, შიდა და გარე აუზებს, სპა ცენტრს, ფიტნეს დარბაზს, რესტორანს, მარანს, საკონფერენეციო დარბაზებს, ტენისის კორტებს, სპორტულ მოედნებს, სასროლეთს, საჯინიბოს და საბავშვო მოედანს.

„ვილა ამბასადორი“ მუკუზანის, რქაწითელის და საფერავის უბნებისგან შედგება. კომპლექსი 141.99 კვ.მ-დან 300 კვ.მ-მდე ფართის 2, 3 და 4 საძინებლიან ვილას აერთიანებს. ვილები ბარდება დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ჩაშენებული ავეჯით, გაზქურით და გამწოვით.

„ამბასადორი კაჭრეთი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას გახდეს საკუთარი ვილის მფლობელი, ისარგებლოს სასტუმროს ყველა სერვისით, ხოლო სურვილის შემთხვევაში მიიღოს შემოსავალი გაქირავებიდან და დაიბრუნოს ჩადებული ინვესტიცია
მაღალი უკუგებით.

ვილა ამბასადორის სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ანაგი. პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO45001:2018 და ISO9001:2015 სერტიფიკატი.

კომპლექსი სრულდება 2020 წლის დეკემბერში.

Specifications

  • Efficiency
  • Parking
  • Maintenance

On Map

VILLA AMBASSADORI - Anagi Development