პარკ ჰოუმი | Property Georgia

პარკ ჰოუმი

განმთავსებელი:ანაგი დეველოპმენტი
ქონების ტიპი: საცხოვრებელი
მდებარეობა:ვაკე, ი.ჭავჭავაძის გამზირი
ფასი:
$
1,411
ფართი:N/A

სპეციფიკაციები:

ენერგოეფექტური
საყოფაცხოვრებო სერვისი
პარკინგი
სმარტი

propertygeorgia.ge

„ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

Park Home ანაგი დეველოპმენტის პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში ანაგი დეველოპმენტიც მიიღებს მონაწილეობას.

კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, 3 დამოუკიდებელ ლობის კონსიერჟის მომსახურებით და პარკინგს.

Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ ➕ კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი ანაგი დეველოპმენტისგან. კომფორტ სტანდარტ ➕ გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას ევროპული წარმოების გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.

პროექტის კონცეფცია ტრადიციული და თანამედროვე არქიტექტურის ნარევია, რომელიც ქალაქის ცენტრში მშვიდი და ამავდროულად აქტიური ცხოვრებისთვის ყველა პირობას ქმნის.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია "ანაგი". პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO 45001:2018 და ISO 9001:2015 სერტიფიკატი.

კომპლექსი სრულდება 2021 წლის დეკემბერში.

ID: 416042
2020.01.20
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

მდებარეობა

Loading...

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: