მწვანე კონცხი ბოტანიკო | Property Georgia

მწვანე კონცხი ბოტანიკო

ქონების ტიპი: საცხოვრებელი
მდგომარეობა:გარემონტებული
მდებარეობა:ბათუმი, ბაღის I ჩიხი N3
დაწყების თარიღი:2020
დასრულების ვადა:2022
ფასი:
$
2,164-დან
ფასის ცვლილება:N/A

სპეციფიკაციები:

სმარტი

„მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება. თანამედროვე არქიტექტურის გარემოსთან ჰარმონიული შერწყმა დეველოპერებისთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა.

ქვიანი სანაპიროსა და მარადმწვანე სუბტროპიკულ ტყეს შორის მოქცეული “მწვანე კონცხი ბოტანიკო” შედგება ორი დამოუკიდებელი 6 -სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან, რომელშიც განთავსებულია საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული 81 ბინა. ფართის დაახლოებით 30% უჭირავს ტერასებს, რაც მფლობელს ზღვასთან, მზესთან და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას გაუჩენს. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ბინა ზღვას გადაჰყურებს, “მწვანე კონცხი ბოტანიკო” სიმშვიდით და საოცარი ხედებით გამოირჩევა.

კომპლექსის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ დამატებით ისარგებლონ ექსკლუზიური მაღალი ხარისხის მომსახურებით. 24-საათიანი დაცვა, ტექნიკური დახმარება, „ჭკვიანი სახლის“ სისტემებით აღჭურვილი ბინები და დასუფთავების მომსახურება ყველა ბინადარისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

მწვანე კონცხი ბოტანიკოს, მაცხოვრებლებს უნიკალური შთაბეჭდილებების მიღებას ჰპირდება - კერძო ღია აუზი, განმარტოებული სანაპირო და ბოტანიკური ბაღი, რომელიც იდეალურია პიკნიკებისთვის ან უბრალოდ მცენარეთა სამეფოში სეირნობისთვის.

ღია ცის ქვეშ მდებარე აუზზე მხოლოდ ბინების მფლობელებს და მათ სტუმრებს ექნებათ წვდომა ოთხივე სეზონზე. ასევე ტერიტორიაზე იქნება სავარჯიშო დარბაზი და დახურული რესტორანი ღია სივრცით.

კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის დეკემბერში მობინადრეებს სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდებათ.

ID: 361276
საკონტაქტო ინფორმაცია
2021.02.11
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

მდებარეობა

Loading...

სხვა დეველოპერული პროექტები

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: