Bellevue Residence Batumi | Property Georgia

Bellevue Residence Batumi

ქონების ტიპი: საცხოვრებელი
მდგომარეობა:შავი კარკასი
მდებარეობა:ბათუმი, შ. რუსთაველის ქ. №40
დაწყების თარიღი:2009
დასრულების ვადა:2017
ფასი:
$
2,320-დან
ფასის ცვლილება:N/A

Bellevue Residence Batumi არის ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი და წარმოადგენს შავი ზღვის მულტიფუნქციური კომპლექსის შემადგენელ ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც კომპლექსში წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდ Hilton Batumi სასტუმროსთან ერთად. რეზიდენსის მაცხოვრებლებს აქვთ ექსკლუზიური წვდომა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ჰილტონის ინფრასტრუქტურასთან, სადაც მომსახურებებზე სარგებლობენ განსაკუთრებული ფასებით, ისევე როგორც სხვა პარტნიორ კომპანიების სერვისებზე, რომლებიც ასევე წარმოდგენილია კომპლექსში. კაფე-რესტორნები, სილამაზის სალონები, მაღაზიები და სხვა.

პროექტი, თავისი უნიკალური, განსაკუთრებული დიზაინითა და არქიტექტურით ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობადაა ქცეული. მოიცავს 20 სართულს და 165 ექსკლუზიურ აპარტამენტს, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულსა და მყუდროს ქმნის.

კომპლექსის პროექტი დამზადდა დიდ ბრიტანეთში კომპანია  RTKL-ის მიერ და მშენებლობის პროცესიც მათი ზედამხედველობით მიმდინარეობდა. ხარისხის კონტროლი კი განახორციელა ბრიტანულმა კომპანიამ „MACE International“-მა.

პროექტის უპირატესობები:

  • უნიკალური მდებარეობა ზღვის სანაპიროზე ბათუმის ძველ ბულვარში
  • 24 საათიანი კონსიერჟის მომსახურება
  • ბელვიუს რეზიდენტთა კლუბის წევრობა (რეზიდენტ ბარათი - სადაც მოცემულია ბენეფიტები HILTON Batumi და სხვა პარტნიორ კომპანიების სერვისებზე)
  • ჰილტონის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო უსაფრთხოების ნორმები
  • შენობის პერიმეტრზე 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა, რაც განსაკუთრებულად უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის კომპლექსში ცხოვრებას
  • 2 სართულიანი მიწისქვეშა დაცული პარკინგი
  • აპარტამენტები ზღვისა და ბათუმის ცენტრალური პარკის პანორამული ხედებითა და აივნებით
  • აპარტამენტების მართვის მომსახურება პროფესიონალი გუნდის მიერ

პროექტი ექსპლუატაციაში შესულია და გასაყიდად დარჩენილია აპარტამენტების მხოლოდ 30 %.

საცხოვრებელ პროექტში წარმოდგენილია როგორც სტუდიოს, ასევე ერთი, ორი და სამ საძინებლიანი გარემონტებული და გასარემონტებელი აპარტამენტები, რაც მყიდველს აძლევს შესაძლებლობას ჩვენი პროფესიონალი დიზაინერების დახმარებით შექმნან თავიანთი ინდივიდუალური სტილი და სურვილის შემთხვევაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. შეუძლიათ თავად შეარჩიონ სარემონტო კოსმეტიკური მასალები, მეთვალყურეობა გაუწიონ რემონტის პროცესს და მათი გემოვნებით მოაწყონ თავიანთი აპარტამენტი. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ სამ თვეში მათ შესაძლებლობა ექნებათ უკვე იცხოვროთ საკუთარ აპარტამენტში.

პროექტის შესახებ იხილეთ მეტი ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

https://brb.ge/ge/apartments

ლინკზე წარმოდგენილია გასაყიდად დარჩენილი აპარტამენტები სართულების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.

ID: 592692
საკონტაქტო ინფორმაცია
2021.02.25
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

მდებარეობა

Loading...

სხვა დეველოპერული პროექტები

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: