პროექტის შესახებ
„მთაწმინდა პანორამა“ არის ექსკლუზიური და ყველაზე პრესტიჟული მიმდინარე პროექტი საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე. თბილისის ცენტრალურ და ისტორიულ ნაწილში მდებარე პროექტი, რომელსაც ახორციელებს კომპანია KTW Development, აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე სტანდარტსა და მოთხოვნას. ინდივიდუალური დიზაინი და განსაკუთრებული ყურადღება ყველა დეტალზე ქმნის სივრცის, ბუნებრივი სინათლისა და ფუფუნების სრულყოფილ ნაზავს. პროექტი უნიკალურია თავისი ულამაზესი ხედებით, სადაც იშლება 360 გრადუსიანი პანორამა ძველ თბილისსა და მთაწმინდაზე.
პროექტი მოიცავს:
- მიწისქვეშა ავტოსადგომს;
- კომერციულ და საოფისე ფართებს;
- გამწვანებულ, მოვლილ ეზოს;
- საბავშვო ატრაქციონებს;
- 24-საათიან დაცვას, მათ შორის ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემას და დაცვის პერსონალს.
„მთაწმინდა პანორამის“ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი ლოკაცია. პროექტი მდებარეობს მთაწმინდაზე, თბილისის ცენტრალურ და ეკოლოგიურად სუფთა ნაწილში, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე. მისი მოსახერხებელი ადგილმდებარეობა თქვენ გაძლევთ წვდომას შემდეგ ინფრასტრუქტურულ პუნქტებზე:
- 100 მ რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სადგურამდე;
- 500 მ ფუნიკულიორის ქვედა სადგურამდე;
- 400 მ რუსთაველის გამზირამდე;
- 1.4 კმ თავისუფლების მოედნამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტარიელის ქ. 13-17, თბილისი
ტელეფონი: (+995) 598 02 00 22 (032) 223 77 00
ელ. ფოსტა: [email protected]
Facebook: MTATSMINDA PANORAMA