Mziuri Gardens | Property Georgia

Mziuri Gardens

დეველოპერი:Mziuri Gardens
ქონების ტიპი: საცხოვრებელი
მდგომარეობა:გარემონტებული
მდებარეობა:ბათუმი, თამარ მეფის გამზირი 14
დაწყების თარიღი:2019
დასრულების ვადა:2023
ფასი:
$
1,837-დან
ფასის ცვლილება:N/A

მზიური გარდენსი ახალი უნიკალური პროექტია შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში, რომელიც ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.

MRMU International ქართულ-ბრიტანული ვენჩორული კაპიტალკომპანიაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს სტრატეგიულ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკაში. კომპანიის პორტფელში ღირსეული ადგილი უკავია ისეთ უნიკალურ ინფრასტრუქტურულ პროექტს, როგორიცაა მზიური გარდენსი

მზიური გარდენსში საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად 5*-ანი საერთაშორისო სასტუმროების ქსელი CROWNE PLAZA განთავსდება.

პროექტის მომზადების პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი ლანდშაფტის თავისებურებები და აქცენტი სწორედ მის შენარჩუნებაზე გაკეთდა.

სწორედ ამიტომ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ეთმობა რეკრეაციულ ზონას და გამწვანებას.

„მზიური გარდენსის“ საინვესტიციო ბუნება უნივერსალურია, პრაქტიკულად ეს არის ჰიბრიდული ინვესტიცია, რადგან მომხმარებელი არა მხოლოდ აპარტამენტის, არამედ ერთიანი ბიზნესის ნაწილი ხდება.

„მზიური გარდენსი“ დღეს აჭარისა და, შეიძლება ითქვას, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე უალტერნატივო საინვეტიციო პროექტია. პროდუქტი პასუხობს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო სტანდარტებს.

აღსანიშნავია რომ მახინჯაურისა და აჭარის ყოფილი ბანლოლოგიური კურორტის აღსადგენად და განსავითარებლად ინვესტიციას „მზიური გარდენსი“ ანხორციელებს. კურორტი იქნება ხელმისაწვდომი როგორც კომპლექსის მობინადრეებისთვის, ასევე ნებისმიერი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვიზიტორისთვის.

პროექტი ბარდება გარემონტებული, დასრულებული მდგომარეობით ავეჯითა და ტექნიკით.

ID: 646539
საკონტაქტო ინფორმაცია
2022.05.05
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

სხვა დეველოპერული პროექტები