სპეციფიკაციები:
„ალიანს ფრივილიჯი“ ალიანსის მორიგი მასშტაბური პროექტია, რომელიც ისტორიულ და მსოფლიოში სახელგანთქმულ ბათუმის ბულვარში მდებარეობს. 54 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის პირველ 12 სართულზე განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Marriott, ხოლო დანარჩენ სართულებზე, მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტები.
ალიანს ფრივილიჯის ყველა სართულიდან იშლება ზღვისა და ქალაქის ულამაზესი პანორამული ხედები. კომპლექსი თანამედროვე ინფრასტრუქტურას და კომფორტული ცხოვრებისთვის აუცილებელ ყველა პირობას მოიცავს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 80 მილიონი აშშ დოლარია.
კომპლექსი მოიცავს თანამედროვე, მაღალი კლასის სასტუმრო სერვისსა და ინფრასტრუქტურას.
ინფრასტრუქტურა
-
ფიტნეს ცენტრი
-
პარკინგი
-
კაზინო
-
რესტორანი
-
ბარი
-
ლაუნჯი
-
აუზი
-
სპა
სერვისები
-
კომპლექსის მოვლა
-
რეცეფცია
-
კონსიერჟი
-
ვიდეო მეთვალყურეობა
-
დაცვის სამსახური
-
აპარტამენტების დალაგება
-
ტექნიკური მომსახურება
-
ავტომობილით მომსახურება
შეძენის პირობები
-
მყიდველს საშუალება აქვს შეიძინოს აპარტამენტები ერთიანი გადახდით, ისარგებლოს სპეციალური ფასდაკლებით.
-
30% თანამონაწილეობა და შიდა უპროცენტო განვადება.
-
მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი ბანკების მომსახურებით და მიიღონ გამარტივებული იპოთეკური სესხი 1 დღეში, რაც მთავარია შემოსავლების დადასტურების გარეშე.
-
ალიანს ჯგუფის ინვესტორებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ საინვესტიციო აპარტამენტები კრიპტოვალუტით, კერძოდ Bitcoin და USDT-ში.
შეძენისა და რეგისტრაციის პროცედურა
-
აპარტამენტის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენით, როგორც ალიანს ჯგუფის გაყიდვების ოფისში ასევე დისტანციურად.
-
უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურა სრულდება 1 საათში.
სარემონტო სამუშაოების შეთავაზება
უპირატესობები:
• რემონტის უმაღლესი ხარისხის სტანდარტი დამტკიცებულია კომპლექსის მმართველი საერთაშორისო კომპანიის მიერ.
• სასტუმრო აპარტამენტის ეფექტურად გაქირავება და თქვენი კომფორტული დასვენება.
აპარტამენტების გაქირავება
"მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალი" (McInerney Hospitality International) - ამერიკული საერთაშორისო მენეჯმენტკომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროების მართვას, გაქირავებას, კონსულტირებას და სხვა აუცილებელ სერვისებს.
მსოფლიოში ცნობილი სასტუმროები საკუთარ ბიზნესს უკვე წლებია McInerney Hospitality International-ის გუნდს აბარებენ, რომელიც მათთვის არჩევს შესაბამის კადრებს, ტექნიკურ პერსონალს, ზრუნავს ინტერიერსა და ექსტერიერზე და რაც მთავარია, სასტუმროსთვის დამახასიათებელ გარემოს წლების განმავლობაში ინარჩუნებს.
"მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეიშენალი" (McInerney Hospitality International) მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს ფრივილიჯის” (Alliance Privilege) აპარტამენტების გაქირავებასაც უზრუნველყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის ბიზნესის მართვაში საერთაშორისო კომპანია იქნება ჩართული.