ხის ცათამბრჯენები - არქიტექტურული კონცეფცია თუ ახალი ერა მშენებლობაში?

ხის ცათამბრჯენები - არქიტექტურული კონცეფცია თუ ახალი ერა მშენებლობაში?

ლუკა გუმბერიძე

ურბანიზაციის არასასურველი შედეგები და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა მსოფლიოს ქალაქების საერთო პრობლემებია. მათი გადაჭრისთვის კი ყველა სფერო თავისებურად აქტიურობს.  
შედარებით გავრცელებული მეთოდებია: ხეების დარგვა, სახურავებზე ვერტიკალური ბაღების გაშენება ან ზოგადად მათი გამწვანება, ასევე, გარკვეული რეგულაციების შემოღება.

ამასობაში, იგივე მიზნით, არქიტექტორები და ინჟინრები მშენებლობისთვის ახალ მასალებსა და მეთოდებს იკვლევენ

ალტერნატიული მასალები

დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ბუნებრივი, განახლებადი, მასალებით მუშაობა.
ასეთებია:

  • მიწით გავსებული ტომრები 
  • დაპრესილი ნამჯა 
  • მიწისა და თივის ნარევი (ინგლისურად Cob) 

Property Georgia

მათ ძირითადად კერძო სახლებისთვის იყენებენ. თუმცა, ახალი მეთოდების გამოყენებით უკვე შესაძლებელია მათი დიდ შენობებში გამოყენებაც.

ხის ცათამბრჯენები?

დიახ, არქიტექტორები და ინჟინრები ნამდვილად სწავლობენ ახალი ტიპის ხის მასალების გამოყენებას ისეთი სიმაღლის შენობებისთვის, როგორიც ცათამბრჯენებია

Property Georgia

მათ შორის ერთ-ერთია ჯვარედინად ლამინირებული ხე (CLT), რომელიც მზადდება სხვადასხვა ფიცრის ერთმანეთზე ჯვარედინად შეწებებით. ეს კომპოზიტი ფოლადივით ძლიერია და არქიტექტორებს საშუალებას აძლევს, შენობები აქამდე წარმოუდგენელ სიმაღლეებზე აღმართონ

ყველაფერთან ერთად, თავისი გარემოსდაცვითი თვისებები მას კიდევ უფრო მიმზიდველად აქცევს. როგორც ვიცით, ხე ჰაერიდან ჭარბ CO2- შეიწოვს და მოჭრის შემდეგაც კი ინარჩუნებს.

მიმდინარე კვლევები

ამ საკითხზე სხვადასხვა კვლევითი პროექტი მიმდინარეობს. ერთერთია “The River Beech Tower“-ის კონცეფცია რომელსაც უძღვებიან კემბრიჯის უნივერსიტეტი, არქიტექტორებიპერკინსი + ვილედანდა ინჟინრები “Thornton Tomasetti”- დან

Property Georgia

პროექტის მიზანია არქიტექტორებმა და ინჟინრებმა შეძლონ მაღალსართულიანი შენობების დაგეგმვა და აშენება ხის ინოვაციური მასალისგან, “მასიური ხისგან”. კონცეფციის მიხედვით, ეს იქნება, წიფლის ხით აშენებული, 80 სართულიანი შენობა.

არსებული პროექტები

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის შენობა ვანკუვერში მდებარე 18-სართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსია. სწორედ ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომ ხის საშენ მასალად გამოყენება დიდი შენობებშიც შეიძლება.

Property Georgia

მაიკლ რამაჯი, რომელიცკემბრიჯის უნივერსიტეტის ბუნებრივი მასალების ინოვაციების ცენტრისხელმძრვანელია, ამბობს, რომ ხის მასალით შენება სწრაფი და ეკონომიკურად ეფექტურია. მისი აზრით ეს არქიტექტორებს საშუალებას მისცემს შექმნან განსხვავებული დიზაინი და ფორმები.  

მზგავსი პროექტები ლონდონსა (London’s Oakwood Tower) და სტოქჰოლმშიც ხორციელდება
სტოქჰოლმში 436 ფუტი სიმაღლის საცხოვებელი კორპუსის აშენება იგეგმება, რომელიც ქალაქში ყველაზე მაღალი შენობა იქნება

შეჯამება

რათქმაუნდა ხე ახალი მასალა არ არის. ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნებდე დომინანტი საშენი მასალა იყო. მაშინ ეს ფაქტი ხანძრის გაჩენის საშიშროებამ შეცვალა და არქიტექტორების გადაწყვეტილებით ხემ გზა ისეთ მატერიებს დაუთმო როგორიც ცემენტი და ფოლადია.

Property Georgia
 

თუმცა, “წინაპრებისგანგანსხვავებით, თანამედროვე, ინოვაციური ხის მასალა არ არის მარტივად აალებადი, აქვს ცემენტის მზგავსი გამძლეობა და არის განახლებადი რესურსი. ასევე გამოირჩევა ენერგო ეფექტურობით, გარემოზე დადებითი გავლენითა და მშენებლობის სწრაფი ტემპით
 
ყველაფერთან ერთად, საშენ მასალად სწრაფად მზარდი ხეების გამოყენება გარემოს გაცილებით ნაკლებად დააზიანებს და დანახარჯსაც ბევრად შეამცირებს.
  

დიახ, ბევრი ქალაქისთვის ეს უკვე არამხოლოდ კონცეფცია, არამედ ხელშესახები რეალობაა.

ვფიქრობ, ჩვენი ქალაქების იერსახე კიდევ ერთხელ გარდაიქმნება და ჰორიზონტზე სულ უფრო მეტი ხის ცათამბრჯენის გამოჩენას უნდა ველოდოთ

Recent: