„იორკ თაუნი“ წარმოადგენს კომპანია „იორკ თაუერსის“ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ქალაქის ურბანულ განვითარებაში. სათანადო დაგეგმარება, გამწვანება და ინფრასტრუქტურა პროექტს განსაკუთრებულს და საინტერესოს ხდის თითოეული მოქალაქისთვის. „იორკ თაუნი“ არის ახალი, დასავლური სტილის სამეზობლო უბანი. ტერიტორიის განაშენიანების გეგმაზე მომუშავე არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეს ტერიტორიის რეკრეაციული ბუნების შენარჩუნებასა და სივრცის ჰარმონიულ განვითარებას, შედეგად კი მივიღეთ გარემოსთან სრულად ინტეგრირებული უბანი, რომლის განაშენიანება იდეალურად ერწყმის არსებულ ბუნებრივ ლანდშაფტს და ჰარმონიულად ინტეგრირდება მთებით შემოსაზღვრულ სივრცეში. პროექტი მოიცავს რეკრეაციულ ობიექტებს, მათ შორის საცურაო აუზებს, ფიტნეს ცენტრებს, სპორტულ და საბავშვო მოედნებს, რაც დადებითად აისახება მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
კომპანია York Towers-ში ქალაქის ურბანული განვითარების მხრივ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს ხედავენ. ერთის მხრივ, სარეკრეაციო სივრცეების გაზრდა ქალაქის შიგნით, გარკვეული არეალების თავიდან გადააზრება და მეტი პარკისა და სკვერის არსებობა ქალაქში. მეორეს მხრივ, ქალაქის ურბანული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ახალი სივრცეების ათვისება, რათა ქალაქის საცხოვრებელი არეალის გაფართოება მოხდეს.
ამგვარად, York Town ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ტიპიური გარეუბნის საცხოვრებელი კომპლექსი ე.წ. „gated community”. York Town ეს ცხოვრების წესია - ცოცხალი და ენერგიული უბანი, რაც მიიღწევა გასაყიდი ქონების მრავალფეროვნებით დაწყებული სტუდიური აპარტამენტებიდან, დასრულებული დიდ ცალკე მდგომ ვილებამდე, ასევე კომერციული, საცალო, რეკრეაციული და სამოქალაქო სივრცის დამატებით. გარდა ამისა, პროექტი მოიცავს 90 ნომრიანი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას, რისთვისაც კომპანია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს საერთაშორისო ქსელის რამდენიმე ბრენდთან და მენეჯმენტ კომპანიებთან. გარდა იმისა, რომ სასტუმრო თავისი სერვისებით პროექტის მაცხოვრებლებისთვის დამატებით კომფორტს შექმნის, პროექტის კომერციული ინფრასტრუქტურა გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე განაპირობებს ახალ სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.