DREAMLAND OASIS | Property Georgia

DREAMLAND OASIS

დეველოპერი:Dreamland Development
ქონების ტიპი: საცხოვრებელი
მდგომარეობა:თეთრი კარკასი
მდებარეობა:ჩაქვი, ბათუმი N 16
დაწყების თარიღი:2014
დასრულების ვადა:2030
ფასი:
$
მოთხოვნით
ფასის ცვლილება:N/A

Dreamland Oasis შავი ზღვის პირველ სანაპირო ზოლში მდებარე საცხოვრებელი და საკურორტო კომპლექსია, რომელიც Wellness Real Estate-ის კონცეფციას ავითარებს და აერთიანებს ზღვისპირა ცხოვრებას, ბუნებას, აქტიურ დასვენებას, მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე, ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს მდებარე კომპლექსი 10 ჰექტარზე მეტ გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ფუნქციონირებს, რაც Dreamland Oasis-ს მიმზიდველ სივრცედ აქცევს როგორც დასვენებისა და პირადი სარგებლობისთვის, ისე უძრავ ქონებაში ინვესტირებისთვის.

Wellness კონცეფციის განვითარება Dreamland Oasis-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.ზღვა, გამწვანებული სივრცეები და სპორტული ინფრასტრუქტურა ქმნის გარემოს, რომელიც დასვენებას, ფიზიკურ აქტივობასა და ცხოვრების ხარისხს აერთიანებს. ამ მიმართულებას კიდევ უფრო გააძლიერებს მშენებარე Spa & Wellness ცენტრი, რომელიც კომპლექსის ინფრასტრუქტურას ახალი გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო სივრცეებით შეავსებს.

კომპლექსის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოიცავს:

  • კეთილმოწყობილ სანაპიროსა და ზღვისპირა ბულვარს
  • საცურაო აუზებსა და აკვაპარკს
  • რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს
  • ჩოგბურთის, ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს
  • საბავშვო და გასართობ ზონებს
  • ბოულინგს, ბილიარდსა და კინოთეატრს
  • მაღაზიებსა და ყოველდღიური საჭიროების ობიექტებს
  • დახურულ, დაცულ და გამწვანებულ ტერიტორიას
  • მშენებარე Spa & Wellness ცენტრს

 

Dreamland Oasis-ში წარმოდგენილია როგორც დასრულებული, ისე მშენებარე აპარტამენტები. საცხოვრებელი ერთეულები ბარდება სრულად მოწყობილი — რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს ქონება გამოიყენოს როგორც პირადი დასვენებისთვის, ისე საინვესტიციოდ და გასაქირავებლად.
 

ID: 523452
საკონტაქტო ინფორმაცია
2026.08.30
Thank you! Your message has been successfully sent. We will contact you very soon
Phone
ზარის შეკვეთა

გაგზავნა

სხვა დეველოპერული პროექტები

დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: