გახდი უძრავი ქონების ექსკლუზიური ღონისძიების მონაწილე | Property Georgia

გახდი უძრავი ქონების ექსკლუზიური ღონისძიების მონაწილე

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓- გახდი უძრავი ქონების ექსკლუზიური ღონისძიების მონაწილე!

მხოლოდ ერთი დღით! წარადგინე შენი ექსკლუზიური წინასააღდგომო შეთავაზება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე!

29 მარტს სასტუროში Pullman Tbilisi Axis Towers -ში უძრავი ქონების ჰაბი, "ფროფერთი ჯორჯია", გეპატიჟებათ ექსკლუზიური შეთავაზებების სექტორის მთავარ ღონისძიებაზე- 𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓!

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უძრავი ქონების და სექტორთან დაკავშირებული კომპანიების სააღდგომო სპეც. შეთავაზებები ექსკლუზიურად ერთ სივრცეში!

დასწრების სურვილის შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე, დასწრება უფასოა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSePr-qzCsi3U2LrPAc5fzqxYXZ7LCkSKiEkTPMc3cLr9JtvCg/viewform

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓-ის მთავარი პარტნიორია FIABCI-Georgia.

  • ღონისძიების გენერალური სპონსორია ,,ალიანს ჯგუფი”,
  • სმარტ სპონსორი -,,მეტროპოლი”,
  • სპონსორი-,,უნიპრო”,
  • სპონსორი-,,გარდენ ჰილსი”,

 

  • მხარდამჭერები: “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება”, “პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს თბილისი ოფისი” , "საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია", ,,ბია”, სმედა.
  • მედია პარტნიორები: Property Media, “ბიემჯი” , “უძრავი ქონების პროსპექტი” , Entrepreneur , City Magazine Georgia ,

 

𝐏𝐑𝐎𝐏𝐄𝐑𝐓𝐘 𝐄𝐗𝐂𝐋𝐔𝐒𝐈𝐕𝐄 𝟐𝟎𝟐𝟓 ერთ სივრცეში 𝐁𝟐𝐁/𝐁𝟐𝐂 ფორმატში წარმოაჩენს წინასააღდგომო შეთავაზებებს უძრავი ქონების და სექტორისთვის სერვისების მომწოდებელი სხვადასხვა კომპანიებისგან.

ღონისძიება გაიხსნება უძრავი ქონების თემატური საუბრებით 𝐏𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲 𝐓𝐚𝐥𝐤𝐬. განხილულ იქნება სექტორის მთავარი სიახლეები და ტენდენციები. პანელური დისკუსიის ფარგლებში უძრავი ქონების ექსპერტები შეაჯამებენ 2024 წელს და ისაუბრებენ 2025-ის მოლოდინებზე.

Property Talks დაესწრებიან პარტნიორი და მხარდამჭერი კომპანიები და ორგანიზაციები, FIABCI-Georgia-ს წევრი და არაწევრი უძრავი ქონების კომპანიები. საპატიო დამსწრეებად ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. Property Talks-ის დასრულების შემდეგ FIABCI-Georgia-ს წევრი კომპანიების მხრიდან მოხდება ახალი პროექტების წარდგენა.

ღონისძიების მეორე ნაწილი გაგრძელდება ექსიბიტორების სააღდგომო სპეც. შეთავაზებების დათვალიერებით. ექსიბიტორი კომპანიები არიან: დეველოპერული, არქიტექტურული და საბროკერო კომპანიები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები, საინჟირო კომპანიები, გათბობა-კონდიცირების მიმართულება და ა.შ.

რაც ასევე ძალიან საინტერესოა, იქნება მრავალფეროვანი გათამაშება, რომელშიც მონაწილეობის მიღება ყველა დამთვალიერებელს შეეძლება!

დამსწრე აუდიტორია და ვიზიტორები: უძრავი ქონების სექტორის წარმომადგენლები, საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები, საელჩოების წარმომადგენლები, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირები, თავისუფალი ვიზიტორები.

ღონისძიება გაზიარდება 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-𝐆𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚-ს სოც. ქსელებში ინგლისურ ენაზე, რაც მოიცავს 𝐅𝐈𝐀𝐁𝐂𝐈-ის აუდიტორიას მსოფლიოს 𝟕𝟎-ზე მეტ ქვეყანაში! FIABCI-Georgia.

ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება ქველმოქმედებას, გადაირიცხება "საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია" ბავშვების წინასააღდგომო ღონისძიების მხარდასაჭერად.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ : 𝐈𝐧𝐟𝐨@𝐩𝐫𝐨𝐩𝐞𝐫𝐭𝐲𝐠𝐞𝐨𝐫𝐠𝐢𝐚.𝐠𝐞

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: