#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე | Property Georgia

#propertyleaders: ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების სექტორზე

ნიკოლოზ ბახტაძე - დომუს დეველოპმენტი | გენერალური დირექტორი - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და გაწევრიანების პერსპექტივის გავლენის შესახებ უძრავი ქონების სექტორში.

 

1. რატომ ღირს ინვესტირება უძრავ ქონებაში დღეს?

- მზარდი მოთხოვნის ტრენდი, სტაბილურობა და მაღალი უკუგება არის მახასიათებლები, რაც გამოარჩევს უძრავი ქონების სექტორს ალტერნატიული საინვესტიციო ინსტრუმენტებისგან.

 

2. რა მოლოდინები გაქვთ, როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ბაზარი, მოთხოვნა, მიწოდება და ფასები 6-12-24 თვის განმავლობაში?

- უძრავი ქონების ბაზარი მომავალშიც მზარდი იქნება, რაც შეეხება ფასს, წინა პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია ფასების დასტაბილურება.

 

3. რა გავლენას მოახდენს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების პერსპექტივა ფასებზე და ხარისხზე?

- ევროკავშირთან დაახლოება გულისხმობს ხარისხის სტანდარტის ამაღლებას, კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ქართულ კომპანიებში. ეს გამოიწვევს როგორც ბაზარზე მეტი საიმედოობის გაჩენას, ასევე მშენებლობის თვითღირებულების და ფასების გაზრდას.

მინდა აღვნიშნო, რომ დომუსში უკვე წლებია ვიცავთ დასავლურ სტანდარტებს ჩვენი პროექტების შექმნისას და ერთგული ვართ მდგრადი განვითარების პრინციპების.

 

4. რა სურს დღეს მომხმარებელს?

- მომხმარებელი დღეს აქცენტს აკეთებს:

  • შენობის ხარისხზე;
  • მშენებლობის პროცესში გამოყენებულ ენერგოეფექტურ მასალებზე;
  • გამწვანებულ და საერთო სარგებლობის სივრცეებზე;
  • მობინადრეებისთვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურებაზე;

 

მომავალში მომხმარებლის მოთხოვნები მეტად გაიზრდება, ამიტომ მიგვაჩნია, რომ დეველოპერების მხრიდან კომპლექსური და ინოვაციური შეთავაზების მომზადება, კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, აუცილებელი ფაქტორი იქნება.

დღეს ქართულ სამშენებლო და დეველოპერულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის სწორედ დომუსი ასოცირდება ინოვაციასთან, ხარისხთან და მწვანე არქიტექტურასთან.

ლიდერები

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: