სკანდინავიური ინტერიერის დიზაინის თავისებურებანი

სკანდინავიური ინტერიერის დიზაინის თავისებურებანი

ლუკა გუმბერიძე

მე-19 საუკუნეში გაჩენილმა მოსაზრებამ, რომ ლამაზი და გამოსადეგი ნივთები არა მხოლოდ მდიდარი ფენისთვის, არამედ  ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო, მოდერნიზმი და ფუნქციონალიზმი წარმოშვა.
ეს იდეა, ყველაზე კარგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სკანდინავიურ დიზაინში გამოიხატა
 
1950-
იანი წლებიდან, სკანდინავიური დიზაინი სამეცნიერო დებატებისა და გამოფენების წამყვან თემად იქცა, რამაც მისი პოპულარულობა გამოიწვია

Property Georgia

ამ სტილის თავისებურებანი დიდწილად ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატით არის განპირობებული. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში პოლარული ღამე 60 დღის განმავლობაში გრძელდება. ზამთარში ჰაერის ტემპერატურა -6°C დან -2°C ამდეა.
 

სკანდინავიური დიზაინი ხასიათდება ნეიტრალური ფერებით, ბუნების ელემენტებით, მარტივი ხაზებითა და დეკორაციების ფუნქციონალობით. ინტერიერში გამოიყენება მხოლოდ ის რაც საჭიროა.

Property Georgia

დამახასიათებელი ფერები:

  • ცისფერი
  • ნაცრისფერი
  • თეთრი
  • კრემისფერი


ჩამოთვლილი ფერთა გამა უკვე სკანდინავიური მინიმალიზმის საფირმო ნიშნად ითვლება. თუმცა, ზოგიერთი დიზაინერი პირიქით, უფრო თბილ და კაშკაშა ფერებს იყენებს.

Property Georgia

პოლარული ღამეების გამო, სკანდინავიურ სახლებში განათება გაცილებით მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს. სინათლის ეფექტური განაწილებისთვის დიზაინერები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მაგალითად, იყენებენ ვიტრაჟულ ფანჯრებს, სარკეებს და თეთრი ფერის კედლებს.

Property Georgia

ვიტრაჟული ფანჯრები გაზრდილი სივრცის ილუზიას ქმნის, ხოლო სარკეები ოთახში სინათლეს უკეთ ანაწილებენ. ასევე, იატაკსა და კედლებზე გამოყენებული თეთრი ხე ოთახში სინათლესთან ერთად სივრცისა და სისუფთავის შეგრძნებას აჩენს. თეთრი ხის ნაცვლად, შეიძლება გამოიყენონ არყის ხე, ფიჭვი ან ნაცრისფერი ქვის ფილები. 

Property Georgia

მინიმალისტური მიდგომა ელექტრო მოწყობილობებზეც ვრცელდება. ისინი მარტივი ხაზებითა და ფორმებით არის შექმნილი. ეს არ იწვევს ოთახის ვიზუალურად გადატვირთვას. დიზაინში ფართოდ გამოიყენება  სანთლებიც. ითვლება, რომ მათი ნაზი ნათება ხაზს უსვამს დეკორაციების სინაზესა და სისადავეს.

Property Georgia

საინტერესო ფაქტები:   

  • სკანდინავიურ სახლებში ბუხარი იდგმევა კუთხეში და არა სახლის ცენტრში.
  • მათი კულტურის ნაწილია საუნაც. მხოლოდ ფინეთში მათი რიცხვი დაახლოებით 2 მილიონს აღწევს. ამის გარდა, აქვთ სპეციფიური წესები და ტრადიციები, მაგალითად საუნაში ყველა, ადამიანების რაოდენობის მიუხედავად, სრულად შიშველი უნდა იყოს.

Property Georgia

მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიური დიზაინი მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია, საქართველოში მას იშვიათად თუ შევხვდებით. ინტერიერის ამ სტილში გადაწყვეტა, თქვენს სახლს  ნამდვილად გამოარჩევს. ეს სტილი გპირდებათ მცირე დანახარჯს, ბუნებასთან სიახლოვესა და საოცარ კომფორტს.

Recent: