2019 წელს თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბაზრობებს გადააჭარბებს | Property Georgia

2019 წელს თანამედროვე სავაჭრო ცენტრები ბაზრობებს გადააჭარბებს

Property Georgia

საცალო ბაზარზე მიწოდება იზრდება, ძირითადი აქტივობა ამ მხრივ კვლავ თბილისშია. ბაზრის კვლევაში, რომელიც უძრავი ქონების სერვისების გლობალური კომპანიის Colliers International Georgia-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით მოამზადა, აღნიშნულია, რომ 2017 წლის მონაცემებით, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში თანამედროვე სავაჭრო ცენტრების ჯამური ფართი 1.42 მილიონი კვ.მ-ია, რაც 2016 წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ყველაზე დიდი წილი (79%) კონცენტრირებულია თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრობები ფართით მაინც ჭარბობს, თანამედროვე სავაჭრო ცენტრების წილი ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება, 2019 წლის ბოლოს კი საერთო ფართით ბაზრობებს გაუსწრებს. “გალერეა თბილისის” გრანდიოზულმა გახსნამ 25 ათასი კვ.მ შემატა თანამედროვე სავაჭრო ცენტრებს, სხვადასხვა შოპინგ ცენტრების დამატებით კი ამ კუთხით 110 ათასი კვ.მ  შეემატა დედაქალაქს.

საცალო ბაზარზე ზრდა დაფიქსირდა ბათუმშიც, წლის შუა პერიოდში ქალაქში გაიხსნა Black Sea Mall-ი და Metro City Forum-ი, საერთო ფართით 20 ათასი კვ.მ. თბილისიგან და ბათუმისგან განსხვავებით, ქუთაისში ახალ თანაემდროვე სავაჭრო ცენტრების მხრივ სიახლე არ ყოფილა.

2017 წელს თბილისის საცალო ბაზარზე ჯამში 54 000 კვ.მ იქნა დაკავებული, რაც წინა წელთან შედარებით 35%-იანი ზრდაა. ამის ძირითადი მიზეზი “გალერეა თბილისის” გახსნა და რამდენიმე ბრენდის შემოყვანაა. დაკავებული ფართის უდიდეს ნაწილი მოდის ბრენდებზე მოდის, როგორებიცაა H&M, CK Jeans, Lacosté, Trussardi, Karl Lagerfeld, Guess, and Armani Exchange. DIY Gorgia-s გახსნით Gldani Plaza-ს და City Mall Gldani-ს 8 ათასი კვ.მ შეემატა.

ბათუმში 12 ათასი კვ.მ-ის დაკავება მოხდა საცალო ბაზარზე. Carrefour-მა აქ პირველი, Goodwill-მა კი მეორე ობიექტი გახსნა. 2016 წლამდე ბათუმში ერთადერთი საერთაშორისო სწრაფი კვების ბრენდი McDonald’s იყო, 2017-ში ადგილობრივ ბაზარს ისეთი ცნობილი ბრენდები დაემატა, როგორებიცაა Subway, Wendy’s, Dunkin’ Donuts და Burger King.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: