Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა | Property Georgia

Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა

უძრავი ქონების სერვისების კომპანიამ ერთ-ერთი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში განახორციელა მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კერძოდ, დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის ფუნქციური ანალიზი.

კვლევის არეალი 276 ჰა-ს მოიცავდა. დეტალური ანალიზისთვის ტერიტორია დაიყო ბლოკებად და განხორციელდა თითოეული ბლოკის ამჟამინდელი ფუქციური მიქსის შეფასება.

ჩატარებულმა კვლევამ, რომლიც ფართომასშტაბიან საველე სამუშაოებს მოიცავდა, გამოავლინა მთლიანი არეალის და ცალკეული ბლოკების ფუნქციური გადანაწილება.  აჩვენა თუ რომელი ფუნქციური ელემენტები ჭარბობს, რისი ნაკლებობაა მთელი ტერიტორიის და ბლოკების ჭრილში.

ამასთან ერთად შესწავლილ იქნა საკველვ არეალში მიმდინარე მშენებლობები, ვაკანტური მიწები და შენობები, რომელთა განვითარებაც შესაძლებელია მომავლში. აქვე განხილული იქნა ქალაქის მთავრობის მიერ დაგეგმილი პროექტები ამ არეალში. ამ ანალიზმა გამოავლინა საკვლევი არეალის სამომავლო განვითარების მიმართულება.

Property Georgia

ფუნქციური კვლევის შედეგებზე დაყდნობით კოლიერსმა წარმოადგინა არეალის განვითარების სტრატეგიული ხედვა ბლოკების მიხედვით.

“ჩატარებული სამუშაო კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ქალაქგეგმარებითი პროექტები საქართველოში. ძალზედ მნიშვნელოვანია და ამავდროულად იშვიათია ქართულ რელობაში, საკვლევი არეალის კომერციული პერსპეკტივით კარგად გააზრება და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შექმნა, სხვა სიტყვებით, საკვლევი არეალისთვის განვითარების კონცეფციის შემუშავება. შემდგომ ეტაპზე ხდება ამ კონცეფციის ინფრასტრუქტურული და არქიტექტურული დაგეგმარება.”- აცხადებს კოლიერსის დეველოპმენტ ქონსალთინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან გვარამაძე.

კოლიერსთან ერთად საკონსულტაციო პროექტში მონაწილეობენ კომპანია გეოგრაფიკი და არქიტექტურული სტუდია არსი.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: