Colliers International Georgia -ს ბაზარზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გამოაქვს | Property Georgia

Colliers International Georgia -ს ბაზარზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გამოაქვს

მეგი კავთუაშვილი

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers International Georgia- ბაზარზე ახალი საცხოვრებელი სახლი გამოაქვს. „აბრისი დიღომი“- პროექტი საქართველოს ბანკის მიერ სრულად დაფინანსებულია, რაც საცხოვრებელი სახლის დროულად დასრულებას უზრუნველყოფს. გაყიდვების დაწყებასთან ერთად, პირველი 10 მყიდველი სპეციალური პირობებით ისარგებლებს. კერძოდ,  წინასწარ თანხის მხოლოდ 20%- დაფარავს, ხოლო 80%-ის გადახდა 2019 წლის ოქტომბერში - პროექტის დასრულებისას იქნება შესაძლებელი. ბინები თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება, მობინადრეებს კი სივრცის მოქნილად დაგეგმარების შესაძლებლობა ექნებათ.

ახალი საცხოვრებელი კომპლექსის დეტალებზე Property Georgia Colliers International Georgia- საცხოვრებელი უძრავი ქონების საბროკერო მიმართულების დირექტორს ეკა დანელიანს ესაუბრა.

- როგორ დაახასიათებთ ახალ საცხოვრებელ სახლს დიღომში, რითი იქნება ის გამორჩეული სხვა პროექტებისგან?  

აბრისი დიღომი ყველაზე მწვანე უბნის საუკეთესო სახლია. მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე, ენერგოეფექტური 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლი სამდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომით, ორი სამგზავრო და ერთი სატვირთო ლიფტით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით და გამწვანებული ეზოთი იქნება უზრუნველყოფილი, რის გამოც, ის  ობიექტურად საუკეთესო შეთავაზებაა დიღომში. აბრისი დიღომი იოლად მისადგომია მარშალ გელოვანის და რობაქიძის გამზირებიდან შემომავალი სამი სამანქანო გზით. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი საზოგადოებრივად აქტიურ ზონაში მდებარეობს, სივრცული ხედები ქალაქზე მომხმარებლებში სიმყუდროვის შეგრძნებას აჩენს. აბრისი პირველი პროექტია დიღომში, რომელიც დიდი სადარბაზოს, ორი კიბის უჯრედის, დორფონის, გენერატორის და ვიდეომეთვალყურეობის კამერების არსებობასთან ერთად, სასურველ საყოფაცხოვრებო სერვისსაც გაუწევს მომხმარებელს.

- რამდენად შესაძლებელია, მომხმარებელმა ეს კომპლექსი განიხილოს, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობა?

აბრისი დიღომის საინვესტიციო შესაძლებლობად განხილვა ძალიან რეალურია, იმის გათვალისწინებით, რომ აბრისი დიღომში ფართები 53 კვ.-დან იწყება. პატარა ბინების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია წლიური ამონაგების 9%-მდე დაგენერირება.

- რა საინვესტიციო პოტენციალი აქვს დიღომს, როგორც უბანს

ბოლო წლების განმავლობაში დიღომი საკმაოდ სწრაფად განვითარდა. დატვირთული მოლის, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრების და კვების ობიექტების გახსნასთან ერთად, დიდ დიღომსა და დიღმის მასივში აქტიურად დაიწყო საცხოვრებელი ნაწილის განაშენიანებაც. დიღომი საინტერესოა არა მხოლოდ ქალაქის ცენტრთან სიახლოვით, არამედ განსაკუთრებული მწვანე ზონით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით მსხვილ დეველოპერებს გაუჩნდათ აღნიშნულ უბანში შემოსვლის სურვილი, რამაც პროდუქტის ხარისხი საგრძნობლად გააუმჯობესა. სულ უფრო და უფრო მეტი ახლო აღმოსავლეთის წარმომადგენელი და დასავლეთში მცხოვრები ქართველი, რომელთაც თბილისში ინვესტირება სურთ, ინტერესდება დიღმით. დიღომში ცხოვრების სურვილს გამოთქვამენ ქართველი და უცხოელი სტუდენტებიც, რადგან სწორედ ამ უბანში მოიყარა თავი რამდენიმე უნივერსიტეტმა და ტექნიკურმა სასწავლებელმა.

- როგორია დიღმის განაშენების ტენდენცია და ფასების ზრდის დინამიკა ბოლო წლების განმავლობაში?

2017 წელს დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარე პრექტების მოცულობა 150 600 კვ.- შეადგენდა, 2018 წელს კი დამტკიცებული პროექტების ფართობი ჯამურად 24 800კვ.-ია. იმის გათვალისწინებით, რომ დიღომში სადეველოპერო მიწების ნაკლებობაა, თავისუფალი ნაკვეთები კი ძირითადად სარეკრეაციო სტატუსის მატარებელია, სავარაუდოა საცხოვრებელი ბინების მიწოდების შემცირება, რასაც ბაზრის შესაბამისი განვითარება მოყვება. რაც შეეხება თბილისის მასშტაბით ფასების ზრდის დინამიკას, 2016 წლიდან საცხოვრებელი ბინების ფასების კლება აღინიშებოდა. ეკონომ კლასის პროექტებში ბინების ღირებულება 565$-დან 549 $-მდე შემცირდა, 2,8%-იანი კლების მაჩვენებლით, თუმცა მიუხედავად დაფიქსირებული სტატისტიკისა, დიღომში ახალაშენებული საცხოვრებელი ბინების ღირებულება მხოლოდ 1,5%-ითაა შემცირებული.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: