დაიბრუნე შენი ქუჩები - დირსი კამპანიაში ჩაერთო

დაიბრუნე შენი ქუჩები - დირსი კამპანიაში ჩაერთო

27 მაისს „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიამ სპორტულ ღონისძიებას  #TakeBackYourStreets - „დაიბრუნე შენი ქუჩები“ - უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ევროკავშირის საქალაქო პროგრამის ფარგლებში საქართველოში პირველად გაიმართა. კამპანია მიზნად ისახავს ღია სივრცეებში  სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას,  მათში მოსახლეობის ჩართვას და ფიზიკური აქტივობების წახალისებას.

Property Georgia

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გარბენი, იოგა–კონვენცია, კროსფიტი, სახალისო თამაშები საზეიმო კონცერტი. საღამო გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

ევროკავშირის საქალაქო პროგრამა, რომელიც  ევროპის ბევრ ქვეყანაში მუშაობს, 2018 წლიდან თბილისშიც აქტიურად დაინერგება.

Property Georgia

Property Georgia

Property Georgia

 

Recent: