Global Architecture & Design Awards 2018-ის ჯილდოს მფლობელი ფაბრიკა თბილისი | Property Georgia

Global Architecture & Design Awards 2018-ის ჯილდოს მფლობელი ფაბრიკა თბილისი

748 წარდგენილი პროექტიდან ფაბრიკამ მეორე ადგილი აიღო Rethinking The Future-ის Global Architecture & Design Awards-ზე კატეგორიაში Urban Design (Built).

არქიტექტორები : MUA – Multiverse Architecture

გუნდის წევრები: ნიკოლოზ გურაბანიძე, ბოკა კილასონია, დევი კითუაშვილი, გიორგი საყვარელიძე

ქვეყანა: საქართველო

Property Georgia

ფაბრიკა მდებარეობს ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის შენობის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მოქმედებდა. ადგილის აღორძინებამდე ის ათწლეულების განმავლობაში მიტოვებულ იყო სამეზობლოსა და საზოგადოების მიერ. რაიონი გამოირჩეოდა ასევე არაპოპულარობით, როგორც ტურისტებში, ასევე ადგილობრივ მოსახლეობაში. სწორედ ამ ადგილის პოპულარიზაცია იყო ერთ-ერთი მთავარი მოტივი ფაბრიკის შექმნისა.

ფაბრიკა თბილისისთვის კონცეპტუალური, არქიტექტურული, ურბანული და სოციალური თვალსაზრისით უნიკალურად ლოკაციად იქცა. შენობაში ფასადის და ინტერიერის დიზაინის მაქსიმალურად შენარჩუნება მოხდა, რათა შესაბამისი ესთეტიკა შექმნილიყო. მსგავსი განვითარების შედეგად სამეზობლო მხატვრულ და ჰიპსტერულ რაიონად იქცა.

Property Georgia

დღესდღეობით ფაბრიკა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ურბანული ლოკაცია თბილისში, რომელიც 22 რეზიდენტს მოიცავს: კაფეები, ბარები, მაღაზიები, არტ სტუდიები და ჰოსტელი. ფაბრიკა გამოირჩევა ღია ეზოთი, რომელსაც ყოველდღიურად დაახლოებით 1000-მდე სტუმარი ჰყავს კვირის დღეებში, ხოლო შაბათ-კვირას ბევრად მეტი. აქ ყველანაირი სოციალური სტატუსის, ასაკის და სტილის ადამიანებს იპოვით და დაგხვდებათ გარემო, რომელიც თავად საზოგადოების სოციალიზაციის ატმოსფეროდან მომდინარეობს.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: