Henning Larsen Architects-მა აბასთუმანის სასტუროს უნიკალური კონცეფცია წარმოადგინა | Property Georgia

Henning Larsen Architects-მა აბასთუმანის სასტუროს უნიკალური კონცეფცია წარმოადგინა

www.propertygeorgia.ge პარტნიორ კომპანია REDIX ჯგუფს დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული კომპანიის Henning Larsen Architects-ის წარმომადგენელი ესტუმრა, რომელმაც აბასთუმნის უნიკალური სპაკონცეფციის სასტუმროს არქიტექტურული პროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა.

რედიქს ჯგუფი“ სპაკონცეფციის სასტუმროს აბასთუმანში ყოფილი სანატორიუმის, „აღობილის“ ტერიტორიაზე ავითარებს, რომელიც 200 სტუმარს მოემსახურება. მომხმარებლისთვის შეთავაზებულ იქნება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურების ფართო არჩევანი, მათ შორის, საუნა, სპაცენტრი, წყლის პროცედურები და ა.შ.. სასტუმროში განთავსდება რესტორანი და ბავშვების გასართობი ზონა.

Property Georgia

ასევე, გათვალისწინებულია ისტორიული ნაგებობების (მათ შორის, რომანოვების სასახლისა და სამეფო აბანოს) რეკონსტრუქცია, შენობების ფასადების აღდგენა და მათი ფუნქციური დატვირთვის შეცვლა. თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სასტუმროების იერსახე მაქსიმალურად იქნება შერწყმული რეგიონის კლიმატურ და ვიზუალურ თავისებურებებთან.

კომპანია Henning Larsen Architects-ი სკანდინავიური დიზაინის ტრადიციებზე დაყრდნობით 1959 წლიდან ქმნის დახვეწილ, მაღალი სტანდარტის მდგრად არქიტექტურულ პროექტებს, რომლებიც საუკუნოვან არქიტექტურულ ღირებულებას ქმნის. კომპანიის დამფუძნებელი ჰენინგ ლარსენი 50 წლის განმავლობაში მართავდა კომპანიას და მას სინათლის ოსტატსაც (Master of Light ) უწოდებდნენ მის მიერ შექმნილი პროექტების მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: