ქართულ ბაზარზე ისრაელური წამყვანი არქიტექტურული კომპანია შემოვიდა | Property Georgia

ქართულ ბაზარზე ისრაელური წამყვანი არქიტექტურული კომპანია შემოვიდა

ისრაელის წამყვანმა არქიტექტურულმა კომპანია  MYS Architects-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა. იგი ქართულ ბაზარზე იმუშავებს, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის წევრი კომპანია.

MYS Architects-ს სახელს უკავშირდება ისრაელში არაერთი შთამბეჭდავი პროექტი. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ MYS Architects-მა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე თელ-ავივის არქიტექტურის სახის შექმნაში. კომპანიას შექმნილი აქვს პროექტები ისეთი სფეროებისთვის, როგორიცაა სავაჭრო, საცხოვრებელი, ჯანდაცვის, სასტუმრო და საზოგადოებრივი სექტორები. ეს პროექტები განხორციელდა არა მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოს 32 ქვეყანაში. კომპანიის კრეატიულ ჯგუფს შეადგენს ხუთი დამოუკიდებელი სტუდია.

MYS Architects -ს უკვე აქვს საქართველოში მუშაობის გამოცდილება. მისი პროექტის მიხედვით აშენდა თბილისში სავაჭრო და გასართობი ცენტრი „ისთ პოინტი“.

როგორც მედიანიუსს კომპანიის წარმომადგენელი რონი ლაიში აცხადებს,  MYS Architects ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ სერიოზული მოთამაშედ ყალიბდება, იწყებს მსხვილი არქიტექტურული პროექტების განხორციელებას და საკუთარი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

წყარო: http://2030.news

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: