რა უნდა გავითვალისწინოთ სასურველი ბინის შერჩევისას? | Property Georgia

რა უნდა გავითვალისწინოთ სასურველი ბინის შერჩევისას?

სალომე ნოზაძე

1.რა ადგილას მდებარეობს თქვენთვის სასურველი ბინა?

  • რომელ უბანში?
  • რამდენად განვითარებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი?
  • მჭიდროდ განაშენიანებული უბანია, თუ ნაკლებია განაშენიანება და მეტია სიმწვანე?

2.როგორი სამშენებლო ტექნოლოგიით არის აშენებული შენობა?

  • რამდენად ხარისხიანი სამშენებლო მასალები იქნა გამოყენებული?
  • რამდენად მყარია შენობის კარკასი/კონსტრუქცია?
  • შეესაბამება თუ არა ისინი კონკრეტულად იმ ადგილის სპეციფიურ მოთხოვნილებებს?

3.რა მდგომარეობაში ბარდება ბინა?

  • შავი კარკასი, თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი თუ სრული რემონტით (Turnkey)?

4.რა ეკოლოგიური მდგომარეობაა თქვენს მიერ შერჩეულ უბანსა თუ ქუჩაზე?

  • არის თუ არა გადატვირთული მოძრაობა? (იწვევს ჰაერის დაბინძურებას)
  • ქუჩა ნიავდება?
  • არის თუ არა თქვენი ბინის სიახლოვეს პარკები ან რაიმე გამწვანებული ტერიტორია?

5.რამდენად ხმაურიანია თქვენი უბანი?

  • თქვენი ბინის სიახლოვეს ხმაურიანი კაფე-ბარები, რესტორნები და კლუბები ხომ არ არის?

6.რა ღირს თქვენი ბინა?

  • შეესაბამება თუ არა მისი ფასი როგორც ქალაქში, ისე ზოგადად ამ უბანში არსებულ ბინების ფასს?
  • შეესაბამება თუ არა ბინის ფასი მის ჩაბარების მდგომარეობას?

7.გააჩნია თუ არა თქვენ სასურველ ბინას ავტოფარეხი ან ავტოსადგომი?

8.როგორი ხედია თქვენი ბინიდან და ხომ არ იგეგმება მის სიახლოვეს ახალი მშენებლობა, რომელიც ხედს დაგიფარავთ?

9.დაცულია თუ არა თქვენს კორპუსში უსაფრთხოების სტანდარტები?

  • არის თუ არა სახლი აღჭურვილი საევაკუაციო კიბით, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას ხანძრის შემთხვევაში?
  • არის თუ სახლში გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები?
  • რამდენად სეისმომედეგია შენობა?

10.შენობის მოვლა-პატრონობაზე, დასუფთავებაზე და დაცვაზე რომელი კომპანია ზრუნავს და რას შეადგენს მომსახურების საფასური?

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: