როგორ შევინახოთ დანაზოგი? | Property Georgia

როგორ შევინახოთ დანაზოგი?

დანაზოგის გაკეთება ყველა ადამიანის მიზანია, რადგან საიმედო მომავლის შესაქმნელად აუცილებელია. მაგრამ, როდესაც, მეტ-ნაკლები მოცულობით, თავისუფალი თანხა გვიჩნდება, დგება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: რა ფორმით შევინახოთ? მრავალი ალტერნატივა არსებობს და არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. თითოეულ მათგანს კარგი აწონ-დაწონვა სჭირდება.

დღეს უკვე აღარავინ მსჯელობს იმაზე, რომ დანაზოგის უბრალოდ შენახვა გაუმართლებელია, რადგან მისგან დამატებითი სარგებლის მიღება და ამავე დანაზოგის გაზრდა არის შესაძლებელი. როგორ მოვიქცეთ?

ასეთ დროს, ძირითადად, სამი ტიპის არჩევანი გვაქვს. განვიხილოთ თითოეული:

არჩევანი პირველი: შევინახოთ ფულადი სახით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმაა, რადგან სტაბილურ ბანკში ანაბრის განთავსებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება, თითქმის, გარანტირებულია. თითქმის - სწორედ ეს სიტყვაა ყველაზე მნიშვნელოვანი. დანაზოგის ფულადი სახით შენახვისას, ყველაზე დიდი რისკი ვალუტის კურსის ცვალებადობაა. დღევანდელი ეკონომიკური პროცესები კი მოწმობს, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით არასტაბილური გარემო შეიქმნა და პროგნოზების გაკეთება გამოცდილ სპეციალისტებსაც უჭირთ.

არც უცხოური ვალუტაა საიმედო არჩევანი, რადგან ხსენებული კრიზისული პროცესები გლობალური ხასიათისაა და მათაც გაურკვეველი მომავალი აქვთ.

არჩევანი მეორე: ინვესტირება ბიზნესში. ერთი მხრივ, ძალიან მიმზიდველი ფრაზაა და ასეც არის, წარმატებული ბიზნესდაბანდება თავისუფალი რესურსების საუკეთესო გამოყენებაა. თუმცა საუკეთესო არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის წარმატებულია. ბიზნესში ინვესტირება, ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი გადაწყვეტილებაა. ამასთან, ძალიან სერიოზული გამოცდილება და სპეციფიკური ცოდნაა საჭირო. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილის დანაზოგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წარმატებული ბიზნეს-ინვესტიციისთვის საჭირო თანხა, ეს ალტერნატივა უფრო ნაკლებ მიმზიდველი ხდება.

არჩევანი მესამე: ინვესტირება უძრავ ქონებაში.  კაპიტალის დაბანდების ერთ-ერთი გზა, მისი უძრავ ქონებაში დაბანდებაა და ამ გადაწყვეტილების მთავარი უპირატესობა სტაბილურობაა.  ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ინვესტირების ეს ფორმა, დამატებითი სარგებლის მიღებას გვთავაზობს რთულ ეკონომიკურ პირობებშიც კი.  რაც მთავარია, ჩვენს საკუთრებაში ჩნდება ყველაზე სტაბილური აქტივი, რომლის ღირებულება, პრაქტიკულად, ყოველთვის იზრდება.

სტატისტიკის მიხედვით და რეგიონში არსებული ეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, საქართველო, ასეთი ტიპის ბიზნესის კუთხით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

დამატებითი შემოსავლის მისაღებად უძრავი ქონების შეძენისას, ორი ძირითადი არჩევანი გვაქვს: საცხოვრებელი ბინა ან საოფისე-კომერციული ფართი.

დიახ, საუბარია უძრავი ქონების იჯარისგან ან გაქირავებისგან მიღებულ შემოსავალზე, რომელიც იმავე თანხის საპროცენტო სარგებელს, თუ მას ანაბარზე განვათავსებდით, რამდენჯერმე აღემატება. ცხადია, სარგებლის მოცულობა, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ სწორი გაანალიზება სჭირდება. 

ძალიან საინტერესო პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს საცხოვრებელი კომპლექსი „დირსი“: „საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის უპრეცედენტო შეთავაზება შევიმუშავეთ. ფაქტია, რომ დანაზოგის დასაბანდებლად, უძრავი ქონების შეძენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ გარანტირებული პერიოდით უკვე გაქირავებული ბინის შეძენას, რაც მათ საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ, შეიძინონ ბინა, არამედ მიიღონ დამატებითი სოლიდური შემოსავალი და მნიშვნელოვნად შეამცირონ ბინის ღირებულება“ - აცხადებს დირსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო კუპრაშვილი.

ზემოთ მოყვანილი დასკვნები არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი უძრავი ქონების შეძენაა გამართლებული. კარგად უნდა შევაფასოთ მისი მშენებლობის ხარისხი, ხანდაზმულობა, ადგილმდებარეობა და სხვა უპირატესობები, რომლებსაც შესაძენი ბინის თუ ოფისის სახით ჩვენს მომავალ კლიენტებს შევთავაზებთ.

განსაკუთრებით სასურველ სეგმენტს წარმოადგენენ უცხოელები ან მსხვილი კომპანიები, რომლებიც მზად არიან, შეთავაზებული ხარისხისა და სხვისგან გამორჩეული უპირატესობების სანაცვლოდ, სოლიდური თანხა გადაიხადონ. 

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: