“საპარტნიორო ფონდის” ტურისტული აქცენტები

“საპარტნიორო ფონდის” ტურისტული აქცენტები

“საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი:” ჩვენ ვეძებთ პროექტებს რეგიონებში”.

Best Western-ი ქუთაისში, ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო (ყოფილი Rixos Borjomi) და Radisson Blu Tsinandali - საქართველოს რეგიონებში პირველი ბრენდული სასტუმროების მთავარი პარტნიორი, “საპარტნიორო ფონდი” ქვეყნის მასშტაბით ახალ პროექტებზე მუშაობს. როგორია საქართველოს ტურისტული გავნითარების პოტენციალი და საინვესტიციო სტრატეგია, ამის შესახებ გიორგი დანელია, “საპარტნიორო ფონდის” საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი, Property Georgia-სთან ინტერვიუში საუბრობს.

Property Georgia

ქეთი ტაბატაძე

- “საპარტნიორ ფონდის” ხელშეწყობით საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო ბრენდის არაერთი სასტუმრო განვითარდა. როგორ ხედავთ ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და რა გავლენას ახდენს სტუმარმასპინძლობის სექტორის გააქტიურება ადგილობრივ ეკონომიკაზე და ცხოვრების დონეზე?

- ფონდის ძირითადი მიმართულება, უძრავი ქონების კუთხით, მოიცავს სასტუმროების პროექტების დაფინანსებას და განვითარებას. განსაკუთრებით, ეს ეხება რეგიონებს, სადაც პოტენციალი დიდია, თუმცა აქტივობა ჯერჯერობით დაბალია. ჩვენ ნაკლებად ვართ ორიენტირებულნი თბილისსა და ბათუმზე, რადგან ეს ორი ბაზარი დამოუკიდებლადაც წარმატებით ვითარდება. თუმცა, თბილისში ორი პროექტი მაინც გვაქვს: სასტუმრო Hyatt Regency-რუსთაველის გამზირზე და Park Inn-ი ჭანტურიას ქუჩაზე. ჩვენ ვეძებთ პროექტებს რეგიონებში, სადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინფრასტურქტურის განვითარება და ღირებულების შექმნა უმნიშვნელოვანესია. ამის კარგი მაგალითია ბორჯომი. 2011-1012 წლებში, როდესაც აქ 5-ვარკვლავიანი სასტუმროს პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, ბევრი ძალიან სკეპტიკურად გვიყურებდა. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ მთავარია შევქმნათ მოთხოვნა, რასაც აუცილებლად მოყვება განვითარება. ასეც მოხდა, მშენებლობის ბოლო ეტაპზე ვიყავით, როდესაც ბორჯომში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო Crown Plaza და რამდენიმე შედარებით მცირე ზომის სასტუმრო გაიხსნა. ბორჯომის მსგავსად, ახალი სიცოცხლე შევძინეთ კახეთსაც, რომელიც ასევე მზარდი ბაზარია. აქ პირველი ბრენდირებული სასტუმრო Radisson Blu Tsinandali შემოდგომაზე გაიხსნება. კახეთისთვის ეს განვითარების თვისობრივად ახალი ეტაპის დასაწყისია. მნიშვნელოვანია “ლოპოტას” კომპლექსის გაფართოვების პროექტიც, რომელიც წელს უკვე 170-ნომრიანი გახდება. ეს ორი სასტუმრო იქნება კახეთში ყველაზე დიდი, რომლებიც მოემსახურებიან ყველა ტიპის მსხვილ ღონისძიებას. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ვთვლით, რომ აუცილებლდად აღსანიშნავია, ეს არის პირველი ბრენდირებული სასტუმრო ქუთაისში- Best Western-ი. სასტუმრო 2017 წლის მაისში გავხსენით და იმავე წლის სექტემბერში უკვე გამოგვისყიდეს. ქუთაისმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენთვის წარმატების ფაქტორი სწორედ ეს არის, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია პარტნიორს, რომ გამოისყიდოს ჩვენი წილი. ქუთაისს კიდევ მეტი სასტუმრო ესაჭირეობა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ მიმდინარეობს აეროპირტის გაფართოვება, რაც დამატებით რეისებს და ბევრ ტურისტს ნიშნავს. გვაქვს ასევე პროექტი აბასთუმანში, რომელიც სრულიად ახალი კონცეფციით განვითარდება და კურორტი ახალ სახეს შეიძენს.

Property Georgia

- რას ნიშნავს ინვესტორისთვის, “საპარტნიორო ფონდი”, როგორც პარტნიორი?

- ფონდში ინვესტორი მოდის პროექტით, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ და დაინტერესების შემთხვევაში, ვერთვებით. პარტნიორს ასევე ვეხმარებით ბანკებთან ურთიერთობაში. ჩვენ პროექტის წილში შევდივართ არაუმეტეს 49%-ით, 5-7 წლიანი ვადით და 13-15%-იანი ინტერესით, რაც ბანკის სესხს ვერ შეედრება, რადგან შინაარსობრივად სხვა ტიპის მოცემულობაა და კაპიტალში მონაწილეობას გულისხმობს; მთავარი პრინციპია ვიყოთ მინორიტარები. საერთო კომპანიაში, რომელსაც ვქმნით, სამეთვალყურეო საბჭოში გვყავს წარმომადგენელი, რომელიც მშნებლობის ეტაპზე ყველა ძირითად გადაწყვეტილებას ითანხმებს. ოპერირების დაწყებიდან კი ჩვენი როლი მცირდება და შემოიფარლება რეპორტინგით. გამონაკლისია “სასტუმრო ბორჯომი-ლიკანი”, სადაც 100%-იან წილს ვფლობათ.

- სასტუმრო ბორჯომ-ლიკანთან დაკავშირებით, თუ გაქვთ კონკრეტულ ინვესტორთან ან სასტუმროს ოპერატორთან მოლაპარაკებები?

- ამ ეტაპზე “ბორჯომი-ლიკანის” სასტუმროს ოპერირებაზე ფონდი ზრუნავს. დიდი დაინტერესებაა როგორც ინვესტორების, ასევე მსხვილი საერთაშორისო სასტუმრო ბრენდების მხრიდან. ჯამში საუბარია 40 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია ათვისებული და კარგი პოტენციალია დიდი კომპლექსის ასაშენებლად. პირველ ფაზად მოვიაზრებთ სასტუმროს, მეორე და მესამე ფაზებად კი-დამატებით ინფრასტურქტურას, რომელსაც ინვესტორთან ერთად გავაკეთებთ.

Property Georgia

- მნიშვნელოვანი სიახლეები გაქვთ წყალტუბოს კურორტის განითარების მიმართულებით.

- წყალტუბოთი ჯერ კიდევ 2015 წელს დავინტერესდით და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ავსტრიულ კომპანიას დავუკვეთეთ. მომზადებული გვაქვს ბიზნეს გეგმა სახელწიფოს კუთვნილებაში არსებულ თითოეულ შენობაზე. ეს არის პირველადი, საპრეზენტაციო მასალები ინვესტორისთვის, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ინვესტორების მოთხოვნების შესაბამისად. “საპარტნიორო ფონდი” მზად არის მონაწილეობა მიიღოს წყალტუბოს სპა კუროტის განვითარებაში დაფინანსების კუთხით. აღსანიშნავია, რომ “მსოფლიო ბანკის” რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა იმერეთს, წყალტუბოში საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა ინფრასტუქტურის მოწყობაში. ამან დიდი როლი ითამაშა წყალტუბოს წინა პლაზე წამოწევაში და შემქნა კარგი საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის. პირველადი ჯამური საინვესტიციო თანხა დაახლოებით $800 მილიონია. სპა და ჯანსაღი ტურიზმი მსოფლიოში მზარდი და მოთხოვნადია, ამ მხრივ კი წყალტუბოს კურორტი უნიკალურია.

- ახალ პროექტებს თუ განიხილავთ თბილისში და საქართველოს რეგიონებში?

- განხილვის ეტაპზე გვაქვს ათზე მეტი სასტუმრო, ძირითადად რეგიონებში: ბაკურიანში, გუდაურში, ფასანაურში, რაჭაში, და მაღალმთიან აჭარაში. რაც შეეხება რაჭას, წყალტუბოს მსგავსად, აქაც მოვამზადეთ პირველადი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. შაორი, შოვი და უწერა - პროექტი ამ სამ ძირითად კურორტს მოიცავს. შოვში უკვე გვაქვს დაწყებული მოლაპარაკება ინვესტორთან, რომელიც მაღალი დონის სასტუმროს განვითარებას გეგმავს. შაორზე და უწერაზეც აქტიურად ვმუშაობთ. პარალელურად, ეკონომიკის სამინისტრო სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტს ამზადებს.

Property Georgia

Recent: