„ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტი ბათუმში გაგრძელდება | Property Georgia

„ტრამპ თაუერის“ მშენებლობის პროექტი ბათუმში გაგრძელდება

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ პროექტი გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „სილქ როუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების ხელმძღვანელმა გიორგი მარრმა განაცხადა.

„6 წლიანი სტაბილური ურთიერთობები გვაქვს ტრამპის ორგანიზაციასთან. ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით სიტუაციას . უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ამიტომ ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას. სწორედ ეს განწყობა გვაძლევს საფუძველს, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრი განვახორციელოთ და „ტრამპ თაუერი“ ბათუმში ავაშენოთ“, – განაცხადა გიორგი მარრმა.

ამასთან, მან პროექტის განხორციელების შეჩერების მიზეზებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ეს, ერთი მხრივ, რეგიონში უძრავი ქონების არასახარბიელო ფასით იყო განპირობებული, მეორე მხრივ კი იმით, რომ „წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობას აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან“.

„2012 წლის აპრილში, ‘’სილქ როუდ ჯგუფის’’ ოფიციალური მოწვევით ბატონი ტრამპი იმყოფებოდა საქართველოში. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა „ტრამპ თაუერ ბათუმის“ პროექტისადმი დონალდ ტრამპის მხრიდან. სამწუხაროდ, შემდეგ ეტაპზე „ტრამპ თაუერის“ პროექტის განხორციელება შეჩერდა, ერთის მხრივ იმიტომ, რომ ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე რეგიონში არ მიდიოდა სასურველი ტემპით და მეორეს მხრივ იმიტომ, რომ ‘’სილქ როუდ ჯგუფი’’ წააწყდა მოულოდნელ წინააღმდეგობებს აჭარის იმდროინდელი მთავრობის მხრიდან – არ მოხდა პროექტით გათვალისწინებული პირობების შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალები მთავრობის მიერ მოწონებული გენერალური გეგმის ნაწილი იყო და ამ კონფიგურაციით იყო წარდგენილი ინვესტორებთან როგორც ნიუ იორკში, ასევე ბათუმში. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო გადაიდო პროექტი“, – აღნიშნა გიორგი მარრმა.

საქართველოში „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის იდეა 2010 წელს, ნიუ იორკში ‘’სილქ როუდ ჯგუფის‘’ ნიუ იორკის ოფისის და ტრამპის ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის ლიცენზია „სილქ როუდ ჯგუფს“ 2011 წლის მარტში, ნიუ იორკში, სალიცენზიო ხელშეკრულების საზეიმო ხელმოწერის შემდეგ გადაეცა. „ტრამპ თაუერს“ ბათუმის მშენებლობის განხორციელება ე.წ. „ბათუმი-რივიერას“ ტერიტორიაზე გადაწყდა, თუმცა პროექტი ამ დრომდე შეჩერებული იყო.

წყარო http://bfm.ge

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: