უძრავი ქონების შეფასების ახალი რეგულაცია | Property Georgia

უძრავი ქონების შეფასების ახალი რეგულაცია

Property Georgia

1 ივნისიდან უძრავი ქონების შეფასების ახალი რეგულაცია ძალაში შედის. „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია“  საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის 14 მაისის ბრძანებით დამტკიცდა. ინიცირებულ  პროექტში, რომელზე მუშაობაც 2017 წლის იანვარში დაიწყო ჩართულები იყვნენ, როგორც კომერციული ბანკების, ასევე საერთაშორისო საშემფასებლო კომპანიების წარმომადგენლები, პროექტის ფარგლებში მოწვეული იყო დამოუკიდებელი ექსპერტიც.

“ახალი რეგულაცია იქნება შეფასების ხარისხის ამაღლების წინაპირობა. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უწესებს შეფასების ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, განისაზღვრება შემფასებლის ქცევის კოდექსი და ეთიკის სტანდარტი და მეორეს მხრივ, ეს ეხება უშუალოდ შეფასების მეთოდოლოგიას,” განაცხადა ნიკა ქევხიშვილმა, Colliers International Georgia-ს შეფასების განყოფილების ხელმძღვანელმა, ლიკა ქარდავას უძრავი უძრავი ქონების რუბრიკაში, “საქმიან დილაში”. ქევხიშვილის განმარტებით, ახალი რეგულაციის მიხედვით, კომერციული ბანკები პირდაპირ ხდებიან პასუხისმგებლები შეფასების იმ მთლიან პროცესზე, რასაც მათი დაკრედიტების ფარგლებში ექნება ადგილი: “ამ შემთხვევაში საუბარია, როგორც შიდა, ასევე გარე შემფასებლებზე. Colliers International Georgia-ს შეფასების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, რეგულაციის მიღების რეალური საჭიროების მიზეზი არაკვალიფიციური შეფასებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები გახდა, რაც აშკარა იყო ბოლო წლებში: “ამით, ერთის მხრივ, ზარალდებოდნენ მსესხებლები და მეორეს მხრივ ბანკები. არაკვალიფიციური შეფასებით რეალური საბაზრო ღირებულება არასწორად განისაზღვრებოდა. იმ შემთხვევაში, როდესაც შეფასება იყო დაბალი, იწვევდა მომხმარებლის უკმაყოფილებას. მაღალი შეფასების შემთხვევაში კი ბანკი შედიოდა შეცდომაში და საჭიროება თუ დადგებოდა, ჩამორთმეული ქონება ვერ უზრუნველყოფდა მის მიერ გაცემული სესხის გადაფარვას. შეფასება დამოკიდებული იყო კონკრეტულ შემფასებელზე და კონკრეტულ ბანკზე.” რაც შეეხება სექტორის მზაობას,როგორც ქევხიშვილმა განაცხადა, დასავლეთში  ბანკებს შეფასების მომსახურება “აუთსორსზე” აქვთ გატანილი: “ეს პრაქტიკა საქართველოშიც არის და სწორი დამოკიდებულებაა. შემფასებელი უნდა იყოს მიუკერძოებელი. ახალი რეგულაცია რესურსების დამატების აიუცილებლობას გამოიწვევს. ბაზარზე გაჩნდება მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე.”

სებ-ის ინფორმაციით, „კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის” მიზნებია: უძრავი ქონების შეფასების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ცნობიერების ამაღლება; საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება; შეფასების პროცესის და პრინციპების მეტი გამჭირვალობა; შემფასებლის ეთიკის სტანდარტების განსაზღვრა და შემუშავება; შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნების გაწერა, IVS “გაიდლაინის“ დანერგვა – შეფასების საერთაშორისო სტანდარტების აღიარება, მის ჩარჩოში მოქმედება.

Property Georgia

სიახლე

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: