FIABCI-ს მსოფლიო პრეზიდენტი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს | Property Georgia

FIABCI-ს მსოფლიო პრეზიდენტი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, კორონავირუსის ეფექტი უძრავი ქონების სექტორზე განსხვავდება სფეროს, გეოგრაფიისა და ბაზრის მიხედვით. ზემოქმედების მასშტაბი დამოკიდებულია ეკონომიკის შეჩერების ხანგრძლივობაზე. როგორც მოგეხსენათ, FIABCI Georgia-მ ჩაატარა თავისი წევრების, ასევე უძრავი ქონებისა და მშენებლობის სფეროებში მოღვაწე კომპანიების გამოკითხვა და მოიპოვა მათი უკუკავშირი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს ეკონომიკური შეფერხება დიდ გამოწვევას წარმოადგენს კომპანიებისთვის, არის ის, რომ მომავალი გაურკვეველია. საინტერესოა მოვისმინოთ თქვენი რეკომენდაციები და მოსაზრებები ქართული ბაზრის შესახებ. როგორ უნდა აწარმოონ ქართულმა კომპანიებმა თავისი საქმიანობა, რათა სამომავლოდ მზად იყვნენ მსგავსი შემთხვევებისთვის?

- მე ვიცი, რომ FIABCI Georgia-მ წარადგინა თავისი წინადადებები დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. მე მოვიპოვე გარკვეული ინფორმაცია იმ ინიციატივების შესახებ, რომლითაც საქართველოს მთავრობა ეკონომიკას ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ხშირად აკრიტიკებს თავის მთავრობას, მე ვფიქრობ, რომ თქვენმა სახელმწიფომ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ზომები. კომპანიებს და ბიზნესებს გამოეყოთ თანხები ხელფასების დასარიგებლად და ისინი გათავისუფლდნენ ქონების გადასახადისგან. ეროვნული ბანკი ასევე ცდილობს სასესხო პოლიტიკის შემუშავებით დახმარების გაწევას. ამ მომენტისთვის მოხდა სესხების სამი თვით გადავადება. თბილისის მერიამ მოიჯარეები ქირის გადახდის ვალდებულებისგან გაათავისუფლა. სხვა დადებითი ზომები ეხება გაზისა და დენის გადასახადებს. სასტუმროებს მიეცათ სესხები, რათა მათ შეძლონ საქმიანობის გაგრძელება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მე თვალს ვადევნებ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს.

თუკი ეს კრიზისი მაისის შუა რიცხვებისთვის ან ივნისის დასაწყისში გადაივლის, მაშინ ეს ყველაფერი ალბათ საკმარისი იქნება. თუმცა, თუკი ეს ყველაფერი უფრო დიდ ხანს გაგრძელდება, მაშინ უკვე საჭირო იქნება არა გადასახადების გადავადება, არამედ მათი ორი ან სამი წლით გაუქმება. მაგალითად, აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს საპენსიო ფონდში ჩარიცხულ თანხებზე. ჩვენ უნდა ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება სესხების უფრო მასშტაბურად გადავადება. თუკი ადამიანი ერთი წელი ვერ იმუშავებს, მაშინ ის ერთ წელიწადშიც ვერ გადაიხდის იმას, რასაც ის წელს ვერ გადაიხდის. მას სულ მცირე 10-15 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კვლავ დადგეს ფეხზე. როგორია დღეს მოგების მარჟები? სესხების დაბრუნება უნდა მოხდეს ბევრი წლის მანძილზე, რათა ხალხმა არ იგრძნოს კრიზისის ეფექტი და სიტუაციამ არ იმოქმედოს მათ შემოსავალზე. ასე რომ, გადასახადების გადავადება უნდა მოხდეს სულ მცირე 15 წლით.

საჭიროა ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტიციების წახალისება - ეს აუცილებელია. კერძო სექტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს, რათა განუმარტოს საჯარო სექტორს რეალური საჭიროებები. საჯარო სექტორი შეიძლება ხვდებოდეს, რაში მდგომარეობს პრობლემა, მაგრამ მას არ ეცოდინება ზუსტი საჭიროებების შესახებ. ამიტომ კერძო სექტორმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა, მოაწყოს შეხვედრები და ჩაატაროს ბრეინსტორმინგი. იმედი მაქვს, რომ საჯარო სექტორიც გამოიჩენს ინიციატივას, მოგიწვევთ თქვენ შეხვედრებზე და მოგისმენთ თქვენ. ზოგჯერ ისინი თქვენ გეპატიჟებიან შეხვედრებზე, მაგრამ შემდეგ არ გისმენენ და არ გიჯერებენ. ამჯერად სიტუაცია ძალზედ სერიოზულია. FIABCI-ის თავისი გამოცდილებით შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება. მე არ ვარ გენიოსი, მაგრამ მე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვადევნებ თვალს მოვლენებს, ვაკვირდები როგორც დადებით, ისე უარყოფით ფაქტორებს და ვმსჯელობ იმის შესახებ, თუ რომელი იდეის გამოყენება შეიძლება სხვაგან. ის, რომ FIABCI Georgia დაკავშირებულია საერთაშორისო საზოგადოებასთან, მას საშუალებას აძლევს, შეიტყოს ეფექტური ზომების შესახებ სხვა ქვეყნებიდან და შესაბამისი რჩევები მიაწოდოს ადგილობრივ ხელისუფლებას.

მე იმედი მაქვს, რომ FIABCI Georgia შეძლებს ამ როლის შესრულებას, მოაწყობს ბევრ შეხვედრას სახელმწიფო უწყებებთან და დაარწმუნებს მათ სწორი ქმედებების თაობაზე. მე თქვენ ყველანაირად დაგეხმარებით და საჭიროების შემთხვევაში დისტანციურად ჩავერთვები FIABCI-ის შეხვედრებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან. არსებობს სამი მიზეზი, რატომაც მსურს FIABCI Georgia-სთვის დახმარების გაწევა. პირველ რიგში იმიტომ, რომ FIABCI Georgia ჩემთვის ბევრს ნიშნავს - მე თავი მიმაჩნია ამ ორგანიზაციის წევრად. მეორე მიზეზი არის ის, რომ მე ბუნებრივად ვარ ის ადამიანი, რომელსაც სურს დახმარების გაწევა და რომელიც ყოველთვის ცდილობს ჩაერთოს ყველაფერში, რაც უკავშირდება უძრავ ქონებას, შეიმუშავოს ინიციატივები და მოიძიოს გადაწყვეტილებები. მესამე მიზეზი კი ის არის, რომ დახმარების გაწევა ჩემი, როგორც უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო პრეზიდენტის ვალდებულებაა. მე ყოველთვის არ ვიქნები მსოფლიო პრეზიდენტი, მაგრამ ჩემი საერთაშორისო გამოცდილებით და გლობალური პროფილით მე ყოველთვის მზად ვიქნები, დავეხმარო და მხარი დავუჭირო თქვენს ორგანიზაციას და უძრავი ქონების სფეროს საქართველოში.

 

TV

ფროფერთი მედია

|ყველას ნახვა
დეველოპერული პროექტები
საინვესტიციო ქონება
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ფასი:
მინ
მაქს
ფართი:
მინ
მაქს
ID: